"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
Prev
2 / 2

- რაც შეეხება თავის მოვლას, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ არასოდეს არსად, დაბადების დღე იქნება, ზეიმი თუ სხვა რაიმე წვეულება, მოუწესრიგებელი არ წავსულვარ.

mshoblebi
მაკა დედასთან და დასთან

- რა შეგრძნებაა, როცა ახალგაზრდა დედა ხარ და თავადაც ასეთი ახალგაზრდა დედა გყავთ?

- მართლაც ძალიან ლამაზი და ძალიან ახალგაზრდა დედა მყავს. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისი თავი. ხალხში ყოველთვის დიდ ემოციებს იწვევს, როდესაც დედას ვეძახი. არ სჯერათ, რომ ნამდვილად ჩემი დედაა.


- ალბათ ასე ამბობენ თქვენ უფროს შვილებთან ერთად როცა ხართ?

- მე ვერასდროს ვერ ვამჩნევ ჩემს თავს, თუ ასეთი პატარა შეხედულება მაქვს. ხალხს ყოველთვის აქვს რეაქცია ამაზე. თუნდაც გუშინ, ჩემი დისშვილის დაბადების დღეზე ვიყავით გასართობ ცენტრში მე და ჩემი უფროსი გოგო. წამოსვლისას გაიგო მომსახურე პერსონალმა, რომ მარიამის დედა ვიყავი და გადაირია ყველა. ჩემმა დამ, რომ აღნიშნა ათი შვილი ყავსო, ისეთი სახეები ჰქონდათ, მე ვფიქრობ ბევრმა არც დაიჯერა. ზოგადად ხშირად ხდება ასე, ძალიან ბევრს ხუმრობა ჰგონია.

მერი ბლიაძე
Prev
2 / 2
98085
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (57)
თამარი
0
ეს არის ბედნიერება.უფალმა დაგლოცოთ
18:10 / 19-04-2019
ავთო
0
გაგიმარჯოთ!
09:29 / 27-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```