ბავშვს ჩარჩოები აუცილებლად უნდა დაუწესოთ მრავალშვილიანი დედა გვიყვება თავის გამოცდილებას, თუ როგორ გაზარდა 4 შვილი. ჩვენს გმირს უფროსი გოგონა ჰყავს და მომდევნო ერთი გოგო და ორი ვაჟი. ის ბავშვისთვის უკიდეგანო თავისუფლების მომხრე არაა, მისი აზრით ბავშვებს სჭირდებათ საზღვრებიც და ავტორიტეტიც. იერარქია კი ოჯახში აუცილებელია. დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საკუთარ თავს, შემდეგ - ქმარს, შემდეგ შვილებსო... უფრო დეტალურად კი ასე ხსნის თავის დაკვნებს:
ყველა ბავშვი განსხვავებულია
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ერთ ოჯახში იზრდებიან და მათ საერთო მშობლები ჰყავთ, მაინც განსხვავებულები არიან. აღზრდას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თითოეული ბავშვი კონკრეტული ტემპერამენტით, შეხედულებებით, განსაკუთრებული ნიუანსებით იბადება და ვითარდება. და ეს შესანიშნავია. თითოეული ბავშვი იმისთვის მოდის ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაღაც გვასწავლოს. ერთნაირი ბავშვები მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა.
მომთმენი და მშვიდი გავხდი
ხანდახან ჩემი ყვირილი მთელს ქუჩაზე ისმის, მაგრამ ძირითადად, უმნიშვნელო მომენტებზე ნერვებს აღარ ვიშლი. ახლა აღარ მადარდებს, რომ ჩემმა უფროსმა ბიჭმა აღმოაჩინა თავისი სასქესო ორგანო და მეორე კვირაა ხელიდან არ უშვებს, რომ პატარას შიშველს უყვარს სირბილი, რომ ხანდახან ტემპერატურა აქვთ და ცხვირიდან ჩამოსდით (დიახ, ბავშვები ავად ხდებიან, გაუვლით). ასაკობრივი ჭირვეულობა აღარ მადარდებს. უკვე ვიცი, სად უნდა მივანიჭო ბავშვს თავისუფლება და სად უნდა დავუწესო საზღვრები.
საზღვრებთან დაკავშირებით...
ბავშვს ჩარჩოები აუცილებლად უნდა დაუწესოთ. მან უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი - არა. მაგალითად, მე ასეთი წესები მაქვს: "ჯერ გაკვეთილები, შემდეგ - მულტფილმები"; "დესერტს მხოლოდ სადილობის შემდეგ ვჭამთ"; "ჭუჭყიანი ხელებით ჭამა არ შეიძლება"; "20:00 საათზე კბილებს ვიხეხავთ" და ა.შ. წესები (მკაცრებიც კი) ყველასთვის მოქმედებს და ის ყველამ უნდა დაიცვას.
ნაადრევ განვითარებაზე აღარ ვდარდობ
მრავალშვილიან ოჯახში პატარები დიდებს უყურებენ და ბუნებრივად ვითარდებიან. მთავარია, სწორად აღზარდოთ უფროსი. ის იდეალია პატარებისთვის და სასურველია, ის იყოს სრულყოფილი. შეეძლოს, მათთვის იყოს საინტერესოც და საჭირო დროს მიხედოს კიდეც. ნუ დააშორებთ უმცროსებს უფროს ბავშვს.
თუ მე ცუდად ვარ, ყველა ცუდადაა
ადრე ვცხოვრობდი პრინციპით - "ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს". ახლა ჯერ საკუთარ თავზე ვზრუნავ. დასვენებული დედა - ოჯახში მშვიდი და მხიარული გარემოს გარანტია. თუ დედა უბედური, გადაღლილი და განერვიულებულია, ბავშვები საკუთარ თავს იდანაშაულებენ და ოჯახში სიტუაცია ირევა. გარდა ამისა, ლიმონივით გამოწურული დედა თავის შვილებს ვერ გააბედნიერებს.
შოპინგი კარდინალურად შემეცვალა
როცა პირველი შვილი გვეყოლა, საბავშვო სამოსსა და სათამაშოებზე უამრავ ფულს ვხარჯავდი და საკუთარი თავი აღარ მახსოვდა. შემდეგ მივხვდი, რომ: ა. ბავშვები სწრაფად იზრდებიან; ბ. სამოსი უჭუჭყიანდებათ; გ. საერთოდ არ სჭირდებათ უამრავი სამოსი და სათამაშო. ახლა სამოსს ძირითადად საკუთარი თავისთვის ვყიდულობ. ბავშვებისთვის კი ასეთი პრინციპით ვმოქმედებ: ვყიდულობ ისეთ მაისურს, რომელსაც უფროსი გოგონას შემდეგ უმცროსი ბიჭებიც ჩაიცვამენ. ამასთანავე, ბავშვებისთვის სამოსს ვყიდულობ "სეილებზე". მაგალითად, უკვე ვიცი, რომ გაზაფხულზე ზამთრის სამოსს ფასი აკლდება, შემოდგომაზე - ზაფხულისას.
დეკორატიულ კოსმეტიკაზე ნაკლებ ფულს ვხარჯავ
დედიკოებო, თუ გსურთ, კარგად გამოიყურებოდეთ, ჯანსაღად იკვებეთ, აქტიურად იმოძრავეთ და გამოიძინეთ ხოლმე. ყველაფერი დანარჩენი დამხმარე საშუალებებია.
თუ ყველაფერს ვარ ასწრებთ, შეეგუეთ
იმას მივეჩვიე, რომ ჯობია გავაკეთო, მაგრამ არა იდეალურად, ვიდრე საერთოდ არ გავაკეთო. ერთხელ ჩემს ახლობელს ვკითხე, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, რა ასწავლა მეხუთე შვილის დაბადებამ, რაზეც ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მიპასუხა: "არ ვაქცევ ყურადღებას გარშემო მყოფების აზრს. დარწმუნებული ვარ ჩემს შეხედულებებში, მოქმედებებში, ძალებში. ფიქრით და ლაპარაკით ვისაც რა უნდა ის იფიქროს და თქვას, მე არ მაინტერესებს". მართალია, ყველას აქვს საკუთარი აზრი და მასაც, სხვებისგან განსხვავებული. თუმცა, ჩვენ-ჩვენი აზრი სხვებს არ უნდა მოვახვიოთ.
"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის..." - თამარ გაგოშიძის პასუხი აქტუალურ კითხვაზე" თუ დედა ამბობს, რომ ბავშვი ძალიან წყნარია, ეს არ არის კარგი" - თამარ გაგოშიძის რჩევები ბავშვის განვითარებაზე ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: "მშობლები დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან..."