- წარმოშობით იმერეთიდან ვარ, ახლა თბილისში ვცხოვრობ. 13 წელია, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით. თბილისში ვცხოვრობთ და შვიდ შვილს
- ოჯახის და შვილების გარდა რით ხართ დაკავებული?
- სანამ მეექვსე შვილი მეყოლებოდა, ფოტოგრაფად ვმუშაობდი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ მუშაობას. ცოტას, რომ წამოვზრდი პატარებს აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას.
- თუ გიფიქრიათ გათხოვებამდე ბევრ შვილზე?
- არა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი შვილი მეყოლებოდა. ყოველთვის რთულად და წარმოუდგენლად მიმაჩნდა ეს. როცა ერთი შვილი მყავდა სულ თავზე დავფოფინებდი, რაც დღეს შეცდომად მიმაჩნია. ერთი, რომ მყავდა ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მეორე და მესამე შვილი გამეზარდა. როცა ბევრი შვილი მყავს, ახლა
ოთხი შვილი დაუგეგმავად გავაჩინე, ამის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად აღვიქვით. მივხვდით, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა. შვილებზე ძვირფასი არაფერია ამ სამყაროში. იოლი არ არის შვიდი შვილის გაზრდა, მაგრამ შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ ადამ ღირს.

- ბავშვები მარტომ გაზარდეთ, თუ ვინმე გეხმარებოდათ?
- სამი შვილი მარტომ გავზარდე. მერე დედა და მეუღლე მეხმარებოდნენ. როცა ერთი მყავდა, სულ კოვზით დავდევდი, ყველანაირ პრეტენზიას ვუსრულებდი, რაც დღემდე გამოყვა. პატარები ასეთი პრეტენზიულები არ არიან.
- დროის და ყურადღების დეფიციტი თუ ქონიათ? თუ უეჭვიანიათ ერთმანეთზე?
- არა, არ ეჭვიანობენ. ყველას სათანადოდ ვუნაწილებ ყურადღებას, საჭიროებისამებრ, ვის როგორ სჭირდება. პირიქით, ერთმანეთზე უფრო ეჭვიანობენ, ვიდრე ჩემზე. ერთი რომ მეორეს ეტყვის, ვითამაშოთო, მესამე ეჭვიანობს. ჯერჯერობით სკოლაში მხოლოდ ორი დადის და მეცადინეობას ადვილად ვუმკლავდებით. უფროსი უკვე დიდია და თავად მეცადინეობს. მეორეს უფრო სჭირდება დახმარება.
ერთადერთი ჩვენი პრობლემა არის ის, რომ სახლი არ გვაქვს. ქირით ვცხოვრობთ. როცა სახლის მეპატრონე გებულობს, რომ შვიდი შვილი გვყავს, სახლში აღარ გვიშვებენ. ახლახან გამოვიცვალეთ ბინა. როცა სახლი დავცალეთ, ძალიან დიდი ხანი ვერ ვშოულობდით ბინას, ყველა უარით გვისტუმრებდა. როგორც იქნა, ვიშოვეთ სახლი და მათაც, რომ გაიგეს ამდენი შვილი მყავდა, ხუთი დღის გადასულებს მოგვთხოვეს ბინის დაცლა. ამის შემდეგ მოგვიწია ისევ ახალი ბინის ძებნა. საბედნიეროდ, გამიმართლა და არაჩვეულებრივი ადამიანი შეგვხვდა, ვინც სახლი უყოყმანოდ მოგვაქირავა. მთავრობა გვეხმარება. სოციალური დახმარება გვაქვს და ბინის ქირის ნახევარ საფასურს გვიფარავს. ბევრი მრავალშვილიან ოჯახს ვიცნობ, ვინც ქირით ცხოვრობს და სულ ამის პრობლემა აქვთ.
"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
- რა შეგრძნებაა, როცა შვიდი არაჩვეულებრივი, ულამაზესი ბავშვის დედა ხართ, თან ასეთი ახალგაზრდა?
- მართლა ენით აღუწერელი და საუცხოო შეგრძნებაა. ეს გრძნობა ყოველი შვილის შემდეგ უფრო და უფრო გიმძაფრდება. ბევრჯერ მითქვამს, რომ დავიღალე მეტი აღარ შემიძლია, მაგრამ როცა ყველას დავაწვენ და მშვიდად დავჯდები, ყველაფერი მავიწყდება და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს.
მერი ბლიაძე