ჭკვიანი ქალი ყოველთვის ეცდება დედამთილის გავლენისგან თავის დაღწევას 1. ჭკვიანი ცოლი ქმრის შეცდომას უცებ აღმოაჩენს და შეახსენებს, რომ ამის შესახებ ბევრჯერ გააფრთხილა.
ბრძენი ცოლი პირველ რიგში დახმარებას და გამოსავალს შესთავაზებს. ზოგჯერ შეიძლება არც შეიმჩნიოს ქმრის მარცხი.
2. ჭკვიანი ქალი გაჭირვების ჟამს მართვის სადავეებს ხელში აიღებს და ქმარსაც ასწავლის, როგორ იცხოვროს სწორად.
ბრძენი ქალი კი ტაქტიანად უჩვენებს მიმართულებას და დაეხმარება, თავად მივიდეს მიზნამდე.
3. ჭკვიანი დედა აუცილებლად ასწავლის შვილებს მათემატიკას.
ბრძენი კი ყოველ მათგანში პიროვნებას აღმოაჩენს.
4. ჭკვიანი ქალი სამსახურში ცდილობს, საუკეთესო იყოს და შეცდომები არ დაუშვას. კოლეგები მას პატივს სცემენ.
ბრძენი ქალი კოლექტივში მოსიყვარულე და თბილ ატმოსფეროს შექმნის.
5. ჭკვიანი ქალი აკონტროლებს, რა ხდება მისი ზრდასრული შვილების ცხოვრებაში, აძლევს რჩევებს, რეკომენდაციებს. ასწავლის, როგორ აღზარდონ შვილები.
ბრძენი დედის ხელში შვილები თავად იღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დედისგან კი ყოველთვის აქვთ მხარდაჭერის იმედი.
6. ჭკვიანი ქალი ყოველთვის ეცდება დედამთილის გავლენისგან თავის დაღწევას. იბრძვის, რომ მშობლებისგანაც დამოუკიდებელი იყოს, აღიზიანებს მათი რჩევა-დარიგებები.
ბრძენი ქალი ღიმილით მოუსმენს ყველას, უჩუმრად დაეთანხმება, შემდეგ კი სიყვარულით გააკეთებს ყველაფერს... თავის ნებაზე.
7. ჭკვიან ქალს მთელი მსოფლიოს შეცვლა სურს უკეთესობისკენ.
ბრძენი ქალი თავად იცვლება, სხვებს კი მიიღებს ისეთებს, როგორებიც არიან.
8. ჭკვიანი ქალი ფიქრობს, რომ ბედნიერია ის, ვინც მართალია.
ბრძენი კი ფიქრობს, რომ მართალია ის, ვინც ბედნიერია.
9. ჭკვიანი ქალი ფიქრობს, რომ კომფორტისთვის ფულია საჭირო.
ბრძენმა კი იცის, ადამიანებს შორის კეთილგანწყობის გარეშე კომფორტი არ არსებობს.
10. ჭკვიან ქალს ესმის, რომ ფულის შოვნა ძნელია.
ბრძებნმა კი იცის, რომ შოვნაზე ძნელი მისი სწორად მოხმარებაა.