"ჩემს მეზობლად წვრილშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელშიც 18-მდე შვილიშვილი იზრდება. ყველა ბავშვს ბიბლიური სახელი ჰქვია, ალბათ, დიდი რწმენის დამადასტურებლად: იაკობი, იოანე, ლაზარე, მათე, მარიამი, გიორგი, ნიკოლოზი... იესო არ არის მხოლოდ; ეტყობა, ვერ გაბედეს ამ სახელის დარქმევა.
რწმენა რწმენაა, მაგრამ ესენი ასე გამოხატავენ მას, თავისებურად: - ლაზარე, გამოდი აქეთ,
ეს სიტყვები ისმის დილის რვა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე. გამოდის ქვრივი, შავებში ჩაცმული მსუქანი ბებია და ყვირის: - მომაცილეთ აი ბაღნები აქედან! ბაღნებს მარტო გაჩენა უნდა?
ძროხა ჰყავთ კიდევ ერთი, ოჯახის მარჩენალი: - გამოადგი ფეხი, შენ გამოადგი უკანასკნელად! შეეთრიე დროზე, მოუკვდი შენს პატრონს!..
სწამთ ღმერთი, თანაც ძალიან... მთავარია, ბიბლიური სახელები ჰქვიათ და დანარჩენი...
ჰო, სიძე შემოუვიდათ ოჯახში, სახელად ჯემალიკო, 19 წლის..." - წერს ტურაბელიძე. სხვათა შორის, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ქადაგებებში არაერთხელ უსაუბრია მშობლის წყევლაზე, რასაც ძალიან