მოგისმენიათ, ალბათ, როგორ წყევლის ხოლმე დედა მოუსვენარ შვილებს ოჯახი ათასნაირი არსებობს თავისი წესებითა და ჩვეულბებით. ისეთებიც კი, როგორზეც იტალიაში მცხოვრები ქართველი მთარგმნელი, მაია ტურაბელიძე წერს, აუცილებლად გეცნობათ. მოგისმენიათ, ალბათ, როგორ წყევლის ხოლმე დედა მოუსვენარ შვილებს. გთავაზობთ მაია ტურაბელიძის პოსტს ამჯერად ქუთაისიდან:
"ჩემს მეზობლად წვრილშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელშიც 18-მდე შვილიშვილი იზრდება. ყველა ბავშვს ბიბლიური სახელი ჰქვია, ალბათ, დიდი რწმენის დამადასტურებლად: იაკობი, იოანე, ლაზარე, მათე, მარიამი, გიორგი, ნიკოლოზი... იესო არ არის მხოლოდ; ეტყობა, ვერ გაბედეს ამ სახელის დარქმევა.
რწმენა რწმენაა, მაგრამ ესენი ასე გამოხატავენ მას, თავისებურად: - ლაზარე, გამოდი აქეთ, შენი კუბო დავდგი! იოანე, რა გაბღავლებს, შენ ჩაგიცივდა ენა! მარიამ, უზრდელო, მოუკვდი შენს გამჩენს! მათე, ამოგიწყდა ჯიში, შე ამოსაგდებო! ლაზარე, რატომ დაებადე დედაშენს, დეიწვა შენი დაბადების საათი!..
ეს სიტყვები ისმის დილის რვა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე. გამოდის ქვრივი, შავებში ჩაცმული მსუქანი ბებია და ყვირის: - მომაცილეთ აი ბაღნები აქედან! ბაღნებს მარტო გაჩენა უნდა?
ძროხა ჰყავთ კიდევ ერთი, ოჯახის მარჩენალი: - გამოადგი ფეხი, შენ გამოადგი უკანასკნელად! შეეთრიე დროზე, მოუკვდი შენს პატრონს!..
სწამთ ღმერთი, თანაც ძალიან... მთავარია, ბიბლიური სახელები ჰქვიათ და დანარჩენი...
ჰო, სიძე შემოუვიდათ ოჯახში, სახელად ჯემალიკო, 19 წლის..." - წერს ტურაბელიძე. სხვათა შორის, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ქადაგებებში არაერთხელ უსაუბრია მშობლის წყევლაზე, რასაც ძალიან დიდი ძალა აქვს... წაიკითხეთ, რას ამბობს ილია მეორე მშობლის წყევლაზე.