ძვირფასო ქმარო, მე ის აღარ ვარ, ვინც ცოლად შეირთე: ტყუპის დედის წერილი ქმარს, რომელიც მკაცრად გააკრიტიკეს
ძვირფასო ქმარო, მე ის აღარ ვარ, ვინც ცოლად შეირთე: ტყუპის დედის წერილი ქმარს, რომელიც მკაცრად გააკრიტიკეს
ოჯახში ურთიერთობა ბავშვების დაბადების შემდეგ იცვლება და ხშირად, არა უკეთესობისკენ. ქალი ბრაზდება, როცა ქმარი არ ეხმარება შვილების აღზრდაში. ქმარი კი ცოლს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ლორა ბერკსი ბლოგერი და ტყუპი ბიჭის დედაა. მან ქმარს წერილი მისწერა. ეს გულისამაჩუყებელი აღიარება მხოლოდ ქალებმა კი არა, მამაკაცებმაც უნდა წაიკითხონ.
"ჩემო ძვირფასო ქმარო, მაპატიე!
ვწუხვარ, რომ ბოლო ოთხ-ნახევარი წელი უყურადღებოდ მიგატოვე, ვწუხვარ, რომ შენი მოთხოვნები მეორეხარისხოვანი გახდა. შენ ძველებურად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი
გამიჩნდა.
ვიცი, რომ გაქვს მოთხოვნები, ოცნებები და სურვილები. ვიცი, რომ დაიღალე ჩემი თავის მართლებისგან, ჩემი თავის ტკივილებისგან. ვიცი, მკვდარივით მძინავს, როცა მეხუტები. მსურს, ისეთივე ენერგიული ვიყო, როგორც 5 წლის წინ ვიყავი. მაგრამ დამიჯერე, ძნელია, ენერგია შეინარჩუნო, როცა 10 კალათა სარეცხი დაუთოვე (შენ ეს ყველაფერი არ გინახავს, მე შენ გამოძინების საშუალება მოგეცი).
ხანდახან მეჩვენება, რომ ცოლ-ქმარი კი არა, საქმიანი პარტნიორები ვართ. მაგრამ იცოდე, რომ ძალიან ვაფასებ ჩვენ ქორწინებას.
საქმე იმაშია, რომ ჩემი ცხოვრება, ტვინი, და სხეული სხვა ბიჭებს ეკუთვნის. ისინი წყლის წვეთივით გვანან შენ. იმ დროსაც კი, როცა მათ სძინავთ, მე კი შენ გვერდით ვზივარ, მაშინაც ჩვენ შვილებზე ვფიქრობ.
ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. რა
იქნება 10 წლის შემდეგ. ვფიქრობ, სუფთაა თუ არა შენი ხვალ ჩასაცმელი სამოსი. ვფიქრობ ფულზე, ბავშვების განვითარებაზე. მეყოფა თუ არა ხვალ ესა თუ ის პროდუქტი. ეს მღლის ფიზიკურადაც და ემოციურადაც.
არ მინდა ფიქრობდე, თითქოს, აღარ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ შენ თავდაც შეგიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. სადილის მომზადება, ავტომობილის მართვა, ექიმის გამოძახება.
არ შემიძლია ერთდროულად ვიფიქრო ჩვენი შვილების, ჩვენი მშობლების, შენსა და ჩემს ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე. გამოიცანი, ვინ მავიწყდება ყველაზე ხშირად. ეს არც შენ ხარ, არც ჩვენი შვილები და არც ჩვენი მშობლები. არასდროს მყოფნის დრო, რომ გამოვიძინო, ნორმალურად ვიკვებო, ჯანმრთელობას ან გარეგნობას მივხედო.
მართალია, მირჩევ, ექიმთან მივიდე, რეგულარულად ვიკვებო, წყალი ვსვა და დავისვენო, მაგრამ დრო ისე ცოტაა... ეკონომიას ძირითადად, ჩემს თავზე ვაკეთებ.
ვდარდობ, რომ ხვრინავ, ალერგიასა და მუხლზე, რომლებიც გაწუხებს. მაღელვებს, ალექსის გამონაყარი, ბენის სურდო. აგრეთვე, ჩვენი ძაღლის ყურები, რომლებიც ვეტერინარმა უნდა დააჭრას, თევზები - ჩვენს აკვარიუმში. ჩემი შფოთვის სია დაუსრულებლია. მაგრამ არაფერში გდებ ბრალს და არც სხვა ქმარი მინდა მყავდეს.
შენ ბევრს აკეთებ ჩვენი ოჯახისთვის. ისე მუშაობ, როგორც არც ერთი სხვა ოჯახის მამა. უფრო მეტად მიყვარდები, როცა ვხედავ, როგორ ეხმარები სხვას, როცა იცი, რომ სამაგიეროდ შენ ვერასდროს მიიღებ ასეთ დახმარებას. შენ მოსიყვარულე და კეთილი მამა ხარ ჩვენი შვილებისთვის. სწორედ ამიტომ ტირიან ისინი გულამოსკვნილები, როცა შენ სამსახურში მიდიხარ. შენ სამაგალითო მამა ხარ ჩვენი ბიჭებისთვის.
მე ის ადამიანი არა ვარ, ვინც 11 წლის წინ შეირთე ცოლად. მე გარდავისახე. გავხდი ცოლი, დედა, მეგობარი. მე ვარ წვეულებების ორგანიზატორი. პროფესიონალი შეფ-მზარეული, დიასახლისი. აგრეთვე, ბიბლიოთეკარი, მედდა, მომვლელი...
არაფრის შეცვლა არ მსურს. არ მსურს სხვა ცხოვრება. მიყვარხარ და მიყვარს ჩვენი ცხოვრება. მაგრამ აღარ ვარ ის სექსუალური და ენერგიული ქალი, რომელიც შეგიყვარდა. მე დედა ვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია.
უზომოდ მიყვარხარ, შენი ცოლი".
სამწუხაროდ, ამ წერილის გამო ლორა სოციალურ ქსელში უმეტესობამ მკაცრად გააკრიტიკა. მკითხველთა უმრავლესობისთვის, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, ასეთი სახეცვლილება მიუღებელი აღმოჩნდა. თქვენ როგორ შეაფასებდით?
1965
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
qeti
0
ასე მგონია ქართველი ქალი წერს.. .მართლაც, აბა სხვანაირად როგორ შეგვიძლია, მაგრამ ამ შესაძლებლობებსაც ხომ აქვს ზღვარი! ჰოდა , ასე შეუმჩნევლად ,მუდმივად, თანდათან ვეწირებით ოჯახს და ... ეს თითქოს ასეც უნდა იყოს,მაგრამ მაინც არა მგონია - ეს სწორი იყოს!
15:12 / 16-11-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```