ბავშვის დაბადების შემდეგ რომ რომანტიკა არ დასრულდეს - ყველაფერი მაინც ქალზეა დამოკიდებული
ბავშვის დაბადების შემდეგ რომ რომანტიკა არ დასრულდეს - ყველაფერი მაინც ქალზეა დამოკიდებული
ბავშვის დაბადებას სიახარულთან ერთად ბევრი დავიდარაბაც მოაქვს. ახლგაზრდა დედის თვალწინ სულ სხვა სამყარო იშლება, რომელიც ბევრ საზრუნავს მოითხოვს. ცოლ-ქმარს იმდენი დრო აღარ რჩება ერთმანეთისთვის. ნუთუ ბავშვის დაბადების შემდეგ რომანტიკაც სრულდება? დიახ, ზოგიერთი წყვილის შემთხვევაში მართლაც ასეა. შვილის გაჩენა ყველაზე ზუსტი ტესტია ოჯახის გამძლეობაზე. ყველა წყვილი მართლაც ვერ უძლებს ახალ გამოწვევებს. არადა ბავშვი არ არის სიყვარულის ბარიერი, პირიქით. ურთიერთობის გადარჩენა კი, ძირითადად, ქალზეა დამოკიდებული.

მაგალითი #1. ადრე თქვენი შეყვარებული შეიძლება აივნის
ქვეშ გიმღეროდათ, სახლის წინ ყვავილებს გახვედრებდათ და ხელში აყვანილს დაგაქროლებდათ. ახლა ის უკვე თქვენი ქმარია, რომელსაც თქვენთვის კრეატიული ფლეშ-მობების დადგმის ნაცვლად სულ სხვა საზრუნავი გაუჩნდა. ის უკვე თქვენი და ბავშვის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, რომ არაფერი მოგაკლოთ, გაჭამოთ, ჩაგაცვათ და გაგათბოთ. თქვენც უნდა გაუგოთ და ხელი შეუწყოთ თქვენი მზრუნველობით. რომანტიკა კი ახლა თქვენ უნდა შეიტანოთ ურთიერთობებში. ამით ბავშვს არაფერი მოაკლდება. პირიქით, უფრო ბედნიერად გაიზრდება იქ, სადაც დედ-მამას ერთმანეთი უყვარს და ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. ამ დროს ხომ ქმარს ისედაც ისეთი განცდა აქვს, თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა - მისი საყვარელი ქალი ახლა სულ სხვა საზრუნავითაა დაკავებული, პატ
არას დასტრიალებს და ხან საერთოდაც არ ახსენდება, კაცს პერანგი დაუუთოვა თუ არა და ღამითაც, მთელი დღის დაღლილს, ხშირად როდი აქვს იმის ძალა და ნერვები, ქმრის სამსახურის ამბებს მშვიდად და აღტაცებით უსმინოს. ამ დროს ბევრ კაცს ეჭვიანობის, სიბრაზის განცდები იპყრობს, უჭურს ცოლის მდგომარეობაში შესვლა, თავს "მიგდებულად" გრძნობს და სულ სხვა მხარეს ეძებს რომანტიკას. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს და როგორი ჭირვეული ბავშვის არ უნდა გყავდეთ, ისე გადაინაწილეთ საქმეები, რომ ორივეს შეგქონდეთ წვლილი მის აღზრდაში - ასე უფროც გაუგებთ ერთმანეთს, ისეც აღარ დაიღლებით და რომანტიკისთვისაც გამონახავთ წუთებს.

მაგალითი #2. ცვლილება საკუთარ თავშიც უნდა მოახდინოთ. დედები ხშირად საკუთარ გარეგნობასა და განწყობაზე ზრუნვას სამომავლოდ გადადებენ ხოლმე. ეს დიდი შეცდომაა. ფიზიოლოგები ირწმუნებიან, ახალბედა დედამ რომ დღეში 15-30 წუთი დაუთმოს ვარჯიშს, ძალიან მალე ჩადგება ფორმაშიო. იგივე ითქმის გარეგნობაზე. გახსოვდეთ, ლამაზ დედას კარგი განწყობა მოაქვს. თავის წესრიგში მოყვანას ყოველდღე სალონში სტუმრობა არ სჭირდება, მონდომებაც ბევრს ნიშნავს. იპოვეთ თავში ძალა, დაემშვიდობეთ ხალათსა და "ჩუსტებს". მამიკოს თვალში მოხდენილი მეუღლე უფრო სასურველი სანახავია. სხვათა შორის, თქვენი შვილიც თავის მოვლას თქვენს მაგალითზე ისწავლის.

მაგალითი #3. ეძებეთ მოკავშირეები. საკუთარ თავსა და ქმარს რომ ყურადღება დაუთმოთ, ამისათვის საჭიროა დრო. არადა სწორედ დრო არ ჰყოფნით ახალგაზრდა დედებს. იდეალურ შემთხვევაში, სჯობს ორსულობის დროსვე მოიფიქროთ, ვის დაუტოვებთ ხოლმე ბავშვს. ამ დროს საკუთარი ან მეუღლის მშობლების იმედად ვართ, არადა, ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. უფროს თაობას ძალიან უყვარს აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზომაზე მეტი შენიშვნის გამოთქმა, ახასიათებთ ზედმეტი პანიკა და შიში. ეს კი ოჯახში ჰარმონიას ვერ მოგიტანთ. ბევრი არც იჩენს შვილშვილების მოვლის დიდ ენთუზიაზმს. ამიტომ ჯობს ფული გადადოთ, რათა კვირაში რამდენიმე საათით ბავშვი ძიძას დაუტოვოთ.

მაგალითი #4.
როცა ერთსა და იმავე წრეზე დადიხართ - სახლი-ბავშვი-ძილი-პამპერსი-კვება, დიდი შანსია, რომ ქმარმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგოს არა მარტო როგორც ქალისადმი, არამედ როგორც პიროვნებისდმი. ამიტომ ეცადეთ მხოლოდ დედობრივი ფუსფუსით არ შემოიფარგლოთ. გააღეთ სახლის კარი და გადით გარეთ. არა უშავს, რომ პატარა გყავთ. ბევრ საინტერესო ადგილს იპოვით, სადაც მთელს ოჯახს ბავშვთან ერთად გასეირნება შეგეძლებათ. შემდეგ კი მეუღლესთან განსახილველი არასაოჯახო თემებიც დაგროვდება.
ზოგჯერ ბავშვის გარეშეც გამოდით და გაისეირნეთ, რესტორანს თუ ვერ შეწვდებით, კაფეში დასხედით, ან ახალი ფილმი ნახეთ. გაიხსენეთ ძველი კარგი ამბები, რადგან ისინი განწყობაზე შესანიშნავად მოქმედებენ.
9928
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
nata
0
მთავარია სურვილი და მონდომება, ჩემი აზრით დილით სანამ ოთახიდან გავა ქალი მანამდე უნდა მოიწესრიგოს თავი
18:40 / 28-01-2015
mariam podishvili
0
Ramdeni shvilic ar unda gaachinos qalma,tavs unda mixedos yoveeltvis,sul pormashi unda iyos da lamasad gamoiyurebodes. Da ara chapetxumebuli gamoiyurebodes. Ver vitan mouwesrigebel qalebs.
00:10 / 25-01-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```