რამდენ საქმეს აკეთებს სინამდვილეში დედა?
რამდენ საქმეს აკეთებს სინამდვილეში დედა?
ბრიტანელმა სოციოლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ საშუალო სტატისტიკური ინგლისელი დედა დღის განმავლობაში 42 საქმეს აკეთებს. სიაში შედის სახლის დალაგება (რამდენჯერმე), საკვების მომზადება (რამდენჯერმე) და ტანსაცმლის გარეცხვა (პრინციპში, ამის გაკეთებაც შეიძლება დღეში რამდენჯერმე).
ამ საქმეების ნახევარს მაინც დედების უმრავლესობა დილასვე აკეთებს და ბევრი მათგანი დილის 9 საათისთვის, როცა ხშირად მათ შვილებს ჯერ კიდევ სძინავთ, უკვე ამთავრებს საქმეების დიდ ნაწილს.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა გამოაცხადა, რომ დაახლოებით სადილობის დროისთვის უკვე დაღლილი და
ძალაგამოცლილია. თუმცა მორიგი საქმეების გროვა სწორედ ამ პერიოდის შემდეგ იწყება. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ დედების გარკვეულ ნაწილს თავად დაჰყავს ბავშვები სკოლა-ბაღში, ამზადებინებს გაკვეთილებს და ა.შ., 42-ზე გაცილებით დიდ ციფრს მივიღებთ.
მკვლევრებმა ისიც გაარკვიეს, რომ მენიუს შედგენასა და საკვების მომზადებას დიასახლისები თუმცა კვირაში 14 საათამდე ანდომებენ.
და კიდევ, ისიც თქვეს დედებმა, რომ მიუხედავად საქმეების მომატებისა, სასწავლო წლის დაწყებას მაინც სიხარულით ხვდებიან.


ასევე დაგაინტერესებთ, რამდენ კილომეტრს გადის დედა სახლიდან გაუსვლელად.
3539
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მადონა
0
მე დავამატებდი კიდევ ერთს,მართალია ეს ფიზიკური შრომა არაა მაგრამ არა ნაკლებია და ყველაზე მნიშვნელოვანი შვილისთვის.დედა შვილს ფსიქოლოგიურადაც ეხმარება.მე ორი შვილი მყავს და საქმე იმდენად არ მღლის რამდენადაც მათთან მიდგომა რომ შედეგი ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იყოს.ზეწოლას ვერ მოვახდენ მათზე ამიტომ დიდი შრომა მჭირდება გამოსავალი ვაპოვნინო.ასაკთან ერთად არა მატერიალური პრობლემები მატულობს.დაბადებიდან ვაჩვევ ყველაფერს მაგრამ მაინც მიჭირს.ყველა ქალს ხომ არ აქვს ფსიქოლოგიურად მყარი ფსიქიკა.მეც შემერყევა ალბად იმიტომ რომ შვილებთან ერთად ქმარსაც და ნათესავებსაც უნდა გავუძღვე.არავისთან არ უნდა ”ჩავიჭრე” .....საქართველოში ფსიქოლოგების დეფიციტია ამ მხრივ კი არ მოვიკოჭლებთ ,მგონი სულშეხუთულები ვართ ქალიც და კაციც.მოზარდიც და მოხუციც.
12:02 / 23-01-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```