"მე სამი ტყუპის დედა ვარ - მეორე წელი დაიწყო, რაც არ მიძინია"
"მე სამი ტყუპის დედა ვარ - მეორე წელი დაიწყო, რაც არ მიძინია"
გამარჯობა, მე მქვია მარია. ვარ 35 წლის ერთი წლის - სამი ტყუპის დედა. მეორე წელი დაიწყო, რაც არ მიძინია.

ახლა მესმის, რომ ახალგაზრდა დედებს სამშობიაროშივე უნდა აძლევდნენ ლაკონურ ცხრილს, სადაც გაწერილი იქნება ბავშვის ასაკის მიხედვით ძილისა და სიფხიზლის საათები. ინტერნეტში უამრავი ასეთი ცხრილია, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო კვლევებზე და არა მეგობრებისა და ნათესავების გამოცდილებაზე. სახლში დაბრუნების პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, რომ რეჟიმის გარეშე ჩვენი ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ გადარჩებოდა. ამიტომ საათობრივ
კვებას დაემატა სხვა სინქრონიზებული პროცედურება: სეირნობა (ძილთან ერთად) და ბანაობა. ბანაობაზე - კონვეიერული სისტემითაც კი საათ-ნახევარი მიდიოდა. ამიტომ, როდესაც დავაწვენდი მესამე, უკვე ნაჭამ ბავშვს, მალევე ვდგებოდი პირველი ნაბანავები ბავშვის გამოსაკვებად.

სტაბილურობას 6 თვის ასაკში მივაღწიეთ. მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. დადგა გაზაფხული. დღის სინათლის დადგომასთნ ერთად, ჩემმა გოგონებმა ჩათვალეს, რომ თვითონაც უნდა ეფხიზლათ... ასე ვუყურებდი ჩემი საძინებლიდან პირველ ადამიანებს, რომლებიც სისხამ დილით სამსახურში მიიჩქაროდნენ.

უკვე იმას ვფიქრობდი, ხომ არ მივიყვანო ჩემი ტყუპი საბავშვო ბაღის კართან და ზედ დავაწერო: "მოვაკითხავ მაშინ, როცა გამოვიძინებ"..

დილით პირველ რიგში "ვისხამ" ყავას, რათა გავაგრძელო ძილი ვერტიკალურად და მშვიდად.
mshoblebi
როგორ გადავჭერი ტყუპების ძილის პრობლემა


არ გქონდეთ სწორება მათზე, თუ რას ამბობენ სხვა "გურუ" მშობლები. ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია და არ ჰგავს არავის.

რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ბევრი ნიუანსი. მაგრამ ჩემი შვილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მთავარია ყური მიუგდო საკუთარი შვილების რიტმს და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას.
9926
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
t.
0
გაიზარდეთ, რა სიცოცხლე ბავშვები ხართ. რა ბედნიერებაა
11:43 / 16-04-2019
ზინა
0
გაიხარეეეთ! გაიზარდეთ ბედნიერებიიიი!
10:21 / 03-11-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```