ჩვენ კარგად გვესმის მათი, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გადაღლილი დედებისთვის.
1. შემოიღეთ წესები ოჯახის წევრებისთვის
სახლში2. გარემოს შეცვლა
რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, მაინც უნდა გამონახოთ დრო მეგობრებისთვის, საერთოდ, თქვენი სამყაროსთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ადვილი არ არის. როცა ამდენი საქმე გაქვს, ხანდახან ფიქრობ, „რა დროს მეგობრებია, საქმეს ჩემს მაგივრად ვინ გააკეთებს?“ბავშვი ვის დაუტოვოთ? ნუ ელოდებით, რომ ამას თავად შემოგთავაზებთ ვინმე. პირდაპირ და გასაგებად სთხოვეთ დედას, დედამთილს, ბებიას, მულს, დას... ბავშვიან ქალს თხოვნაზე უარს არ ეტყვიან.
3. მოუარეთ თავს
თქვენს თმას, ფრჩხილებსაც და კანს ისეთივე მოვლა სჭირდებათ, როგორიც ბავშვის დაბადებამდე. ნუ დაივიწყებთ სილამაზის სალონის გზას, თორემ ყველაფერმა შეჩვევა იცის. ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად იმ ქალებს დაემსგავსებით, ვისი მოუწესრიგებლობა ყოველთვის გიკვირდათ და გაღიზიანებდათ.4. გამოიყენეთ მომსახურების სერვისები
დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ დედამ ჯობია ბავშვებს დაუთმოს მეტი დრო, ვიდრე სახლსა და საოჯახო საქმეებს. ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია. ამიტომ გამოიყენეთ მომსახურების სერვისებიც. ხანდახან გენერალური დალაგებისთვის ადამიანი დაიქირავეთ, ეს სულაც არ ღირს ძვირი. საყიდლებისთვის მარკეტებში ბავშვებით სირბილს და სიმძიმეების თრევას, ჯობია ონლაინმაღაზია გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გახსნათ საიტი Momitane.ge და აარჩიოთ ყველა ის პროდუქტი, რისთვისაც მაღაზიაში გასვლას აპირებდით.ნახეთ, რა იყიდება Momitane.ge-ზე
სუპერმარკეტის პროდუქტებიდან დაწყებული, წამლების, მზა საკვების და სათამაშოების ჩათვლით, აქ ყველაფერს იპოვით. ერთ საათის განმავლობაში სახლში მოგიტანენ. თანხას გნებავთ ონლაინ გადაუხდით, გნებავთ ხელზე, როცა შეკვეთას მოგიტანენ.
ასე დრო და ენერგია დაგეზოგებათ.
5. არ მოიკლოთ კვება
ბევრი საქმისგან გადატვირთულ დედას ჭამაზე დროის დახარჯვა არ სურს. არავითარ შემთხვევაში არ დადადოთ საუზმე, სადილი და ვახშამი. თუნდაც დიდად არ გშიოდეთ. გახსოვდეთ, რომ გასუქება სწორედ მშობიარობის შემდეგ დარღვეული დღის რეჟიმის გამო იწყება. რაც მეტად იზრუნებთ ჩვეულებრივ კვებაზე, მით ნაკლებად მოგიწევთ დიეტებზე დროისა და ნერვების ხარჯვა.6. თუ ნერვებს ვეღარ თოკავთ...
არვითარ შემთხვევაში არ იყაროთ ჯავრი ბავშვზე. თუ ნერვები გიღალატებთ, მეორე ოთახში შედით და ბალიშს დაუშინეთ მუშტები. ქაღალდები დახიეთ, ჩაისუნთქეთ ღრმად და 10-მდე დათვალეთ. ეს შველის. თან ისიც გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა გაეგნული სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ბავშვი ინტუიციით გრძნობს დაძაბულობას და თავადაც შფოთავს. ამიტომ ეცადეთ, არ მიიყვანოთ საქმე კრიტიკულ მდგომარეობამდე. სწორედ ამისთვის მოგაწოდეთ ზემოჩამოთვლილი რჩევები.