როგორც კი მუცელი სულ ოდნავ წამოგებზიკება, მაშინვე საორსულე კაბას იცვამ სამოსი
პირველი ბავშვი - როგორც კი მუცელი სულ ოდნავ წამოგებზიკება, მაშინვე საორსულე კაბას იცვამ.
მეორე ბავშვი - ჩვეულებრივ სამოსს ატარებ, სანამ მუცელი კარგად არ გაგეზრდება.
მესამე ბავშვი - საორსულე სამოსი შენი ჩვეული სამოსი ხდება.
მზადება მშობიარობისთვის
პირველი ბავშვი - მთელი ოსრულობა ვარჯიშობ სწორად სუნთქვაში.
მეორე ბავშვი - სულაც არ ვარჯიშობ, იმიტომ, რომ გახსოვს, წინა ჯერზე ეს არაფერში არ გამოგადგა. (იოგის სახალისო გაკვეთილები დედა-შვილისთვის)
მესამე ბავშვი - მერვე თვიდან ითხოვ გაუტკივარებას.
ბავშვის სამოსი
პირველი ბავშვი - რეცხავ, ხარშავ და კარადაში ალაგებ ფერების მიხედვით.
მეორე ბავშვი - რეცხავ იმ ტანსაცმელს, რომელზეც მუქი ლაქები ჩნდება.
მესამე ბავშვი - "არა უშავს, თუ ბიჭს ვარდისფერი აცვია, არა?".
ღელვა
პირველი ბავშვი - როგორც კი პირს დამანჭავს, ხელში აგყავს.
მეორე ბავშვი - მაშინ იყვან ხელში, როცა მისი ყვირილი პირველ ბავშვს ემუქრება გაღვიძებით.
მესამე ბავშვი - პირველ ბავშვს ასწავლი, როგორ უნდა დაარწიოს მესამეს ეტლი.
იხილეთ ასევე: დიასახლისების ტიპები - თქვენ როგორი ხართ?