ხელებს იბანს კატის ჯამში
• ხელებს იბანს კატის ჯამში
• სანახევროდ არის შემძვრალი სარეცხ მანქანაში
• მამის ფეხსაცმელს ლოკავს
• მშობლების წინდები უნიტაზში ჩაყარა
• დედის კოსმეტიკას სარკეზე უსვამს
• ამოწმებს - ჩამრთველში ვინმე ხომ არ არის შემძვრალი?
• გაღრღნა გამოყენებული ჩაის პაკეტები და ძაფით მიაწოწიალებს, თან სველ ჩაის ნანცეცებს იატაკზე ტოვებს
• დედის ჟურნალებს ხევს
• მუსიკალური ცენტრის დისკავოდს ხსნის და ცდულობს მასზე თვითონ მოთავსდეს
• ყველა საყვარელი ნივთი სარეცხ მანქანაში შეტენა
• მამიკოს მიერ ეს-ესაა ნაგვის ურნაში ჩაგდებულ იოგურტის ცარიელ კოლოფებს ლოკავს
• დედის ჩანთაში მალავს თავის სათამაშოებს
• სადღაც წყალი დაღვარა - უფრო, დივანზე... და ნეტარებით გორაობს მასში
• 84 ცარიელი მესიჯი გაგზავნა ერთსა და იმავე ნომერზე
• რთავს კომპიუტერს და ერთმანეთის მიყოლებით აჭერს ხელს ღილაკებს, სანამ კომპიუტერი ჭკუიდან არ გადავა
• ბებია-პაპის უჯრებში იქექება და მთელ ოთახზე ჭიმავს სტერილურ სახვევებს
• დედიკოს სახის კრემი იატაკზე გადაუსვა
• მზრუნველად ალაგებს სუფთა და დაუთოებულ თეთრეულს კომოდიდან ჭუჭყიანი ტანსაცმლის კალათში
• უნიტაზში იბანს ხელებს
• მაკრატელი ჩაუგდია ხელში და მუშაობს - თავის ტანსაცმელზე, თმებზე, ფარდებზე ან კაცმა არ იცის, რაზე.
• ყვავილებს წყვეტს ოთახის მცენარეებს - თოჯინისთვის...
• შპალიერები მოხატა, ან აფცქვნა
(შეგიძლიათ განაგრძოთ უსასრულოდ, საკუთარი გამოცდილებისამებრ:)