"23 წლის არ ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა..." - თეა ხომერიკი მე-12 შვილს ელოდება
"23 წლის არ ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა..." - თეა ხომერიკი მე-12 შვილს ელოდება
თეა ხომერიკი და თემურ ბედინაძე 23 წლის წინ დაოჯახდნენ. თეა სულ მალე მეთორმეტე შვილს ელოდება. ამბობს, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია, რომ ქალად დაიბადა და ამდენი შვილის გაჩენის შესაძლებლობა მიეცა. როგორ ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი კიდევ ერთი პატარას მოლოდინში, თეა თავად მოგვიყვება.

- 22 წლის ასაკში გავთხოვდი. მაშინ ჩემი მუღლე 27 წლის იყო. სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდით და პარალელურად ვმუშაობდით მოხუცებულთა თავშესაფარში. სწორედ იქ გავიცანით უფრო ახლოს ერთმანეთი.

წელიწადნახევარში დავქორწინდით. 23 წლის არ ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. ორი წლის შემდეგ მეორე შვილი გვეყოლა. ასე მიყვა დანარჩენი. დიდი სხვაობა არ არის დაძმებს შორის.


- დაოჯახებამდე გიფიქრიათ, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით, გინდოდათ ბევრი შვილი გყოლოდათ?

- ყოველთვის მტკივნეული იყო ჩემთვის აბორტის თემა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა. როგორ შეიძლება არ მისცე ბავშვს დაბადების უფლება, თუ მას სიცოცხლე თავად უფალმა აჩუქა. გარდა ამისა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა 9 აპრილის მოვლენებმა. 15 წლის ვიყავი ეს ტრაგედია, რომ მოხდა და ვფიქრობდი, აუცილებელია გავმრავლდეთ ქართველები. ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ის გრძნობა,

რომ აბორტზე არასოდეს არ უნდა მეფიქრა. გავაჩენდი იმდენ ბავშვს, რამდენსაც უფალი მაჩუქებდა. ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი ყველაზე საშინელი პირუტყვია. სამყაროში მხოლოდ ადამიანს მისცა უფალმა თავისუფალი ნება და ის ამას ძალიან ცუდად იყენებს. თუ სხვა მდედრი არის ვალდებული, რომ გააჩინოს ნაყოფი, რომელსაც მუცლით ატარებს, რატომ არ უნდა გააჩინოს ქალმა? ჩვენ ხომ სამყაროში ნებისმიერ ცოცხალ არსებაზე მეტი შესაძლებლობა და უნარი გვაქვს დავიცვათ და ვარჩინოთ ჩვენი შვილი. არასოდეს მინატრია, რომ მამაკაცი ვყოფილიყავი. მადლობა უფალს, რომ ქალად გავჩნდი და მქონდა ბედნიერება შვილები გამეჩინა.

mshoblebi

- ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს და ამბობს, რომ მხოლოდ ბავშვის გაჩენა არ არის საკმარისი, საჭიროა მათი აღზრდა. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მრავალშვილიანი ოჯახიდან გამოსული ცუდი, გაუზრდელი ბავშვი არ მინახავს. მრავალშვილიან ოჯახში აუცილებლად სწავლობენ ბავშვები თანადგომას, ერთმანეთის გატანას, ამტანობას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს და ა.შ. არ მინახია მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც ყველა წევრი ერთ მუშტად არ არის შეკრული. ეს არის უფლის წყალობა.
რაც შეეხება ეკონომიურ საკითხს, დღემდე არ ყოფილა მომენტი, რომ საკვები ბოლო ნამცეცამდე გამოგვლევია. იყო რთული პერიოდები, მაგრამ რაღაც ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კაცი გვარჩენს ამხელა ოჯახს. თან ორი სტუდენტია, ერთი კი აბიტურიენტი.


- ახლა მეთორმეტე ბავშვს ელოდებით...

- დიახ, მეთორმეტე ბავშვს ვაჩენ. თუმცა ერთი დამეღუპა, პატარა გიორგი. ექვსი თვის იყო, როცა გარდაიცვალა. ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი და დღემდე არ შემიძლია მასზე ემოციის გარეშე საუბარი.


- ალბათ ძალიან ბევრი სირთულე შეგხვდათ, იყო ბევრი გათენებული ღამე. ადვილი არ არის 10 შვილის მოვლა. თქვენი მეუღლე რამდენად არის ჩართული შვილების მოვლაში?

- როცა სახლშია და ხედავს, მარტო ვერ ვუმკლავდები საქმე, აუცილებლად მეხმარება. ოჯახის მარჩენალი ის არის, ძალიან ბევრს შრომობს, ამიტომ სახლში მოსულს ნამდვილად ვერ დავავალებ კიდევ სხვა საქმე აკეთოს. თვითონ ცდილობს დამეხმაროს, მისი თანადგომა, გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოსიყვარულე მამა და მეუღლეა. ოჯახის საყრდენი მამაკაცია და ამიტომ ის ძლიერი უნდა იყოს. მეც ჩემის მხრივ ვცდილობ დავეხმარო და რაც შემიძლია გვერდში დავუდგე.


- უფროსი შვილი რამდენი წლის არის?

- უფროსი 22 წლისაა. თბილისში სწავლობს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. მეორე ბენდუქიძეში სწავლობს უფასოზე. აბიტურიენტი რომელიც არის, მას სამედიცინოზე უნდა ჩაბარება. ვნახოთ, რა იქნება, მთავარია მოეწყოს.


- საკუთარი თავისთვის გრჩებათ დრო?

- ვცდილობ საკუთარი თავისთვისაც გამოვნახო დრო. ბოლო შვილი რომ წამოვზარდე, ამის მერე უფრო მქონდა დრო. ახლა მალე პატარა გვეყოლება და ისევ დატვირთული რეჟიმი მექნება, სამაგიეროდ გავხალისდებით. ბავშვების გაჩენის შემდეგ ყველაფერზე უარი ვთქვი, მაგრამ წელს, 22 წლის შემდეგ დავიწყე ქართულ-ფრანგულ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობა. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა დავიწყე მუშაობა და კარიერაზე ფიქრი. თქვენ არ იცით რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ეს. ყოველთვის არის ამის დრო, მთავარია მონდომება.


- როდის ელოდებით პატარას?

- ჩვენი პატარა შემოდგომაზე მოევლინება ქვეყანას.

მერი ბლიაძე
3686
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
keri-s
0
რა ბოროტული კომენტარისასეტები მარტლა ტუ არსებობენ კიდევ ვერ ვიჯერებ, მაგრამ პაკტი სახეზეა-ბროტი სული გყავტ , კალბატონო კეტი:-) ასეტი ხუმრობა კიდევ ტუ ხუმრობაა...
20:53 / 08-06-2019
keti-s
0
კეტი...... შე მართლა კეტი......)))
18:23 / 21-05-2019
keti
6
გმერტმა გაგიზარდოტ სემტხვევიტ სუკი ხომ არ გაგიტისეს რაიკო სკოლის ასენებას ხომ არ აპირებტ
17:54 / 21-05-2019
maia
0
უფალი გფარავდეთ.
22:19 / 03-05-2019
შორენა
0
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
22:10 / 27-04-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
```