მზრუნველი დედიკოები დეკრეტში უფრო ჭკვიანდებიან
მზრუნველი დედიკოები დეკრეტში უფრო ჭკვიანდებიან
აი, რატომ:
1. იწყებენ ლიტერატურის კითხვას ბავშვის მოვლასა და აღზრდაზე – ივსებენ ცოდნას, სიტყვათა მარაგს და ავარჯიშებენ მეხსიერებას.
2. შრომობენ სახლში, სეირნობენ, თამაშობენ და ერთობიან ბავშვთან, ასევე პოულობენ დროს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის – ასე ითავისებენ დედიკოები ტაიმ-მენეჯმენტს.
3. უფრო ყურადღებიანები ხდებიან – გრძნობენ იმ ადამიანის მოთხოვნებს, რომელიც თავის სურვილებს მხოლოდ ყვირილითა და ტირილით გამოხატავს.
4. ბავშვს ხმამაღლა უკითხავენ წიგნებს – ავარჯიშებენ სახმო იოგებს, მეხსიერებას, სამსახიობო და ორატორულ შესაძლებლობებს.
5. ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ გზადაგზა (
როგორ დააწყნარონ ბავშვი, როგორ მოიფიქრონ ახალი რეცეპტები, ახალი თამაშები და ა.შ. – ივარჯიშებენ სიფხიზლეს.
6. შეუძლიათ ადვილად ლავირება და ისტერიკის, ბავშვის ბუზღუნის თავიდან აცილება, უსიამოვნო სიტუაციების განეიტრალება – ივარჯიშებენ ლოგიკურ აზროვნებას და სიტუაციის გათვლის უნარს.
7. რამდენიმე საქმეს ერთად აკეთებენ: არწევენ ბავშვს, ამზადებენ საჭმელს და ლაპარაკობენ ტელეფონზე – ავარჯიშებენ ყურადღებას და კონცენტრაციას.
8. ადგენენ რეჟიმს ბავშვისთვის – თან ივარჯიშებენ თვითდისციპლინას.
9. იმდიდრებენ ფანტაზიას ბავშვის გასართობად და გასაჩერებლად და იგონებენ ათასგვარ რამეს, შესაბამისად, თავადაც ივითარებენ გონებას.
10. შეუძლიათ, ძილშიც კი სწრაფად წამოდგნენ, აჭამონ ბავშვს, დაბანონ კიდეც, თუ საჭიროა, გამოიღონ თეთრეული სარეცხი მანქანიდან და დარეცხონ ჭურჭელი – რეაქციისა და ამტანობის გავაჯიშება.
1552
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?