ვისაც აინტერესებს, რით იღლება ცოლი, როცა სახლშია და ”არაფერს აკეთებს”
ვისაც აინტერესებს, რით იღლება ცოლი, როცა სახლშია და ”არაფერს აკეთებს”
ქმარი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ სამივე ბავშვი ეზოში თამაშობდა, ჯერ კიდევ პიჟამებში შემოსილები. საჭმლის ცარიელ კოლოფებს ტალახში ზელდნენ და გარშემო ყველგან ნაგავი ეყარა.
ცოლის მანქანის კარი ღია იყო, ისევე, როგორც სახლის მთავარი კარი. ძაღლი არსად ჩანდა.
დერეფანში კიდევ მეტი ქაოსი დახვდა. მისაღებ ოთახში ტელევიზორი მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, იატაკზე, ავეჯზე - ყველგან სათამაშოები და ტანსაცმელი იყო მიმოფანტული. სამზარეულოს იატაკი საჭმლის ნამცეცებით იყო სავსე, მაცივრის კარი - ღია, ნიჟარაში -
ჭუჭყიანი ჭურჭელი.
ქმარმა სასწრაფოდ აირბინა კიბეზე, სათამაშოებსა და ტანსაცმლის გროვას ახტებოდა და გულშეკუმშული ეძებდა ცოლს. ეშინოდა, რომ მას რაღაც დაემართა ან რაიმე უფრო სერიოზული მოხდა. საძინებელში შეირბინა. იქ კი რას ხედავს - მისი ცოლი საწოლში წევს, საღამურში გამოწყობილი, და წიგნს კითხულობს.
ქმარს ღიმილით შეხედა. მერე ჰკითხა, როგორ ჩაიარა დღემ.
კაცი გაოცებული შეჰყურებდა. მერე ჰკითხა:
- რა მოხდა აქ?
ქალმა ისევ გაიღიმა:
- ყოველდღე, სამსახურიდან შინ დაბრუნებული მეკითხები, რა გავაკეთე დღეს?
- ჰო, ასეა, - ქმარმა უნდობლად უპასუხა.
- ჰოდა, აი, დღეს მართლა არაფერი გამიკეთებია!
34557
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
qristina
0
შეუფასებელია და დაუფასებელიც
16:36 / 29-05-2015
natia
0
Es qmars ki ara,dedamtils unda chautaroo,daunaxav dedamtils,romelic dalagebul saxls verasdros ver afasebs,da mxolod.mireulobaze aketebs aqcents..
22:04 / 06-03-2015
მსგავსი სიახლეები
```