– ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია. მეც და ჩემი მეუღლეც იქ დავდიოდით. ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. ოჯახი როცა შევქმენით, მე 20 წლის ვიყავი და მეუღლე - 23-ის. მაშინ სოფელში ვცხოვრობდით, მეუღლის ბებიასთან. ამჟამად თბილისში,

– გათხოვებამდე ბევრ შვილზე გიფიქრიათ?
– სამი დედმამიშვილი ვართ და სულ ვამბობდი, მეც სამი შვილი მინდა, რომ მყავდეს-მეთქი. ათ შვილზე არასოდეს მიფიქრია. როდესაც ღმერთი გაძლევს, უარი როგორ უნდა თქვა ამხელა სიხარულზე?– ათი ბავშვის გაზრდა მარტივი არ არის. თქვენი მეუღლეც გეხმარებოდათ მათ აღზრდაში?
– პირველი ბავშვის– როგორ ახერხებთ დროის განაწილებას?
– ყურადღების დეფიციტი აქვთ ჩემ შვილებს, რადგან ოჯახში ჩვილი ბავშვია. უფრო პატარაზე ვარ ხოლმე კონცენტრირებული. რაც უფრო მეტი ახალი წევრი შემოდის ოჯახში, მით უფრო ძლიერდება დედობრივი გრძნობა, წარმოიდგინეთ, რამდენჯერ გაიგონებ სიტყვას „დედა“.
– უფროსი შვილები თუ გეხმარებიან პატარების აღზრდაში?
– უფროსები მეხმარებიან შეძლებისდაგვარად. სამი სტუდენტია, ხუთი მოსწავლე, ერთიც ბაღში დადის. პატარა ალექსანდრა კი სახლშია. თითოეული ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველას უნდა თავისი წილი სითბო, სიყვარული და ყურადღება. პატარები ხშირად ეჭვიანობენ ერთმანეთზე.– ბევრს ეშინია, ან წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ მრავალშვილიანი დედა იყოს. რა შეგრძნებაა, როცა მრავალშვილიანი დედა ხართ?
– ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა დედა ხარ და უკვე ათი ბავშვის. ყოველ დილით მათ აციმციმებულ, გულუბრყვილო თვალებს რომ ხედავ, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდ სიხარულს გრძნობ. ამან ნამდვილად არ უნდა შეგაშინოს.– რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ბევრი შვილი, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება. თქვენ თუ ახერხებთ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას?
– იშვიათად, მაგრამ ჩემი თავისთვისაც გამოვნახავ ხოლმე დროს. მეუღლე ყოველთვის ცდილობს მომიწყოს განტვირთვის საათები, დღეები. მოვიცალეთ ამ ბოლო დროს ჩვენთვის, ქორწინების წლისთავებზე ჯერ საბერძნეთში ვიყავით, მერე იტალიაში.რამდენიმე წლის წინ ისე, რომ არც მიოცნებია იერუსალიმში წასვლაზე, ჩვენი სულიერი მოძღვრის მეუღლემ წაგვიყვანა მრავალშვილიანი დედები. ეს ერთ-ერთი უფლის სასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არაერთხელ მომხდარა.
– დღეს, ყველაზე ხშირად რა პრობლემები აწუხებთ მრავალშვილიან ოჯახებს?
– მრავალშვილიან ოჯახებს არაერთი პრობლემა აქვთ. თუნდაც ბავშვების სპორტით დაკავება, დამატებით მომზადება სხვადასხვა საგანში, ნორმალური დაზღვევა და მედიკამენტები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს დღეს.
– როცა საქმე შვილების კეთილდღეობას ეხება, თქვენთვის დაუძლეველი პრობლემა არსებობს?
– როცა შვილების კეთილდღეობას ეხება საქმე, მე მგონი, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს!მერი ბლიაძე
როგორ უმკლავდება დედა 10 შვილის მოვლას - უფროსი შვილი არ ეხმარება, ქმარიც სულ სამსახურშია...