თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა! - წერილი რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ
თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა! - წერილი რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ
წერილი, რომელსაც ახლა კითხულობთ, გულგრილს არავის დაგტოვებთ.
წერილი სამი ძმიდან ერთ-ერთს ეკუთვნის, რომლითაც ის დედას დაბადების დღეს ულოცავს. ეს სამი ძმა ქუთაისიდან არის. - მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეები. მათი ისტორიაც ყველამ იცის...

მათი დედა, მანანა კილაძე ტყუპების მშობიარობას გადაჰყვა.
პატარა ობლებს მზრუნველი გამოუჩნდათ, მანანა შარაბიძე. პატარების აღმზრდელ ქალბატონს იუბილე ანზორ კაჭახიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე მიულოცა.

"სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის შენი ჩვენდამი ამაგი, დედა!
ისეთი დიდი მადლი გაქვს გაკეთებული,
სამი კაცი სამი ცხოვრებითაც რომ ვერ გადაგიხდით! ჩემი ქალიშვილი ახლა შენს იმ ასაკს უახლოვდება, საიდანაც
დაიწყე ჩვენზე მზრუნველობა. ვუყურებ მის ბავშვურ სახეს, მის ბავშვურ ანცობებს და მიკვირს...
წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინე... სხვები დიდი ხანია ამბობენ ამას, მე ახლა გეუბნები.
ამ სურათში სამივეს რომ თმებს გვივარცხნი, ის თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა.
შენდამი სიყვარულს, შენდამი მადლიერების განცდას, შენს სიდიდეს დრო ვერაფერს აკლებს ჩვენში.

გაგრძელება
5578
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
gmail. neli
0
Kargi sakme gaakete martlaz kargi barakala sen kalobas tkven ki bijebo gmertma daglkzos dafasebistvis gaixaret
18:21 / 17-10-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?