როგორ მოვიქცეთ, რომ მეუღლესთან არ ვიჩხუბოთ? - რჩევები ოჯახური კონფლიქტის გასანეიტრალებლად
როგორ მოვიქცეთ, რომ მეუღლესთან არ ვიჩხუბოთ? - რჩევები ოჯახური კონფლიქტის გასანეიტრალებლად
იშვიათია ოჯახი, სადაც ცოლ-ქმარი არ ჩხუბობს, ძალიან მეგობრულ ოჯახებშიც კი ჩხუბობენ. ქმართან ჩხუბი ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება, როგორც იტყვიან, "ცარიელ ადგილზე". და სხვათა შორის, ამბობენ, რომ  ძირითადად ქალზეა დამოკიდებული, ქმართან კამათი ჭურჭლის მტვრევასა და განქორწინებამდე მივა, თუ სწრაფად მოგვარდება.  გამოცდილი ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, სოციალურ ქსელებში და რეალურ ცხოვრებაშიც რჩევა-დარიგებებს არ იშურებენ ახალგაზრდა წყვილებისთვის. ჭკუის სწავლება არავის უყვარს, მაგრამ იქნებ ღირს თვალი გადაავლოთ მათ კეთილ რჩევებს. შესაძლოა, ზუსტად ის რჩევა
აღმოაჩინოთ, რაც თქვენს ურთიერთობას სასიკეთოდ წაადგება. მაშ ასე, როგორ ავიცილოთ თავიდან მეუღლესთან ჩხუბი და კამათი?

  • პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ თქვენი ოჯახური კონფლიქტების მიზეზს. ხშირად ისინი წვრილმანების გამო იწყება – მაგალითად, აქეთ-იქით დაყრილი წინდების თუ გაურეცხავი თეფშის გამო. ღირს ამის გამო ერთმანეთს და საკუთარ თავს ხასიათი გაუფუჭოთ? იქნებ უფრო ადვილია, აიღოთ ეს წინდები ან გარეცხოთ თეფში? თუ მიზეზები გაცილებით გლობალურია, სრულიად გამოუსწორებელი და ჩხუბიც კარგა ხანია გასცდა ზომიერების ფარგლებს, მაშინ იქნებ იმაზე იფიქროთ, ღირს კი საერთოდ ერთად ყოფნა და შვილების გამეტება ყოველდღიური სკანდალების საყურებლად? დროებით მაინც ეცადეთ ცალ-ცალკე ცხოვრებას, იქნებ ასე უფრო დაფიქრდეთ, გინდათ თუ არა საერთოდ
    ერთად ყოფნა. თუ მხოლოდ ერთმანეთის ცხოვრებას ანადგურებთ ერთად ყოფნით და ამაში შვილებსაც ითრევთ, მაშინ ასეთ ერთად ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს.
  • არასდროს არ წამოიწყოთ ჩხუბი მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდ ხასიათზე ხართ. თუ სამსახურიდან თუ მაღაზიიდან მოხვედით ცუდ ხასიათზე, სამსახურში მოგიშალეს ნერვები ან ბავშვმა მთელი დღე გაგაწამათ, მეუღლეზე ნუ ამოანთხევთ ყველაფერს. გახსოვდეთ, ოჯახი თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან შედგება და მათ ძალიან სტკივათ, როცა უმიზეზოდ აწყენინებენ.
  • თუ უცებ იპოვეთ ჩხუბის მიზეზი, ერთი პატარა რჩევა ასეთია: გონებაში ასამდე დაითვალეთ. მერე მოიფიქრეთ, ღირს კი წამოწყება? იქნებ, დაწყანრდეთ და გადაიფიქროთ.
  • თუ რაღაც არ მოგწონთ, ეცადეთ მშვიდად უთხრათ ეს მეუღლეს. ეცადეთ, ლოგიკურად, არგუმენტებით გადასცეთ თქვენი მოთხოვნები, ნაკლები ემოციით და ყვირილით. გახსოვდეთ, ყვირილი და ნეგატიური ემოციები უკურეაქციას გამოიწვევს.
  • თუ ჩხუბი მაინც შედგა, ეცადეთ, კონკრეტული ჩხუბის დროს უწინდელი წყენები არ გაიხსენოთ და იმაზე იკამათოთ მხოლოდ, რაზეც წამოიწყეთ – ნუ მისცემთ ყველაფერს გლობალურ მასშტაბებს. თორემ ბუზი სულ ადვილად გადაიქცევა სპილოდ.
  • რაც მთავარია, არ ჩარიოთ სკანდალში ბავშვები. მათ თვალწინ საერთოდ არ უნდა იჩხუბოთ. მით უმეტეს არ უნდა აიძულოთ ისინი, მშობლებს შორის ერთ-ერთის მხარე დაიჭირონ. მათთვის დედა და მამა ერთნაირად საყვარლები არიან და თქვენი ნებისმიერი აყალმაყალი მათ ფსიქიკაზე მოქმედებს.
  • თუ ძილის წინ იკამათეთ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ, რომ ჩხუბი მეორე დღესაც არ გაგყვეთ. შერიგება ძალიან კარგია, თუმცა უკეთესია, საერთოდაც აირიდოთ თავიდან ამგვარი გაუგებრობები.
  • გააანალიზეთ ბოლო ჩხუბები. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ვინ არის უფრო ხშირად კამათის მიზეზი. იქნებ ვინმე სხვა ან რაღაც კონკრეტული მიზეზი არსებობს, თქვენს ჩხუბს რომ იწვევს გამუდმებით? ეცადეთ, ეს მიზეზი აღმოფხვრათ. ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია, ოჯახს კი მაშინ აქვს ფასი, როცა იქ სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიყვარულია. ურთიერთობები ყოველდღე უნდა მყარდებოდეს. თუ უმიზეზოდ, წვრილმანებზე კამათობთ, ე.ი. მიზეზი სულ სხვა რამ არის – ერთმანეთის ყურადღება მოგაკლდათ, დაიღალეთ... ეცადეთ, სულ ცოტა რომანტიკა მაინც შეიტანოთ ურთიერთობებში, მეუღლის მხრიდანაც შეხედოთ მოვლენებს და მის ადგილზეც წარმოიდგინოთ თავი. როგორც ქალს არ უყვარს მუდამ მოჩხუბარი, ლანძღვა-გინებაზე გადასული ქმარი, ისე არ მიუხარია კაცს იმ სახლში, სადაც სულ ეჯიჯღინებიან, აკტირიკებენ და ეჩხუბებიან. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ნუ გახარჯავთ მას ჩხუბსა და დავაში.
17314
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
kaxa
0
ძალიან კარგი რჩევებია ოხონდ ერთი ნაკლი აქვს კონფლიქტის დროს არ მუშაობს, და საერთოდ, არ არსებობს რეცეპტები კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად... ისე კი კველა ნორმალურმა იდიოტმა იცის რომ არ უნდა იჩხუბოს)))
22:41 / 19-11-2015
ia
0
ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად ვკამათობტ. თვითონ არაფლით არ გამოიჩენს inიციატივად რომ შევრიგდეთ და მეც უკვე დავიღალე. Aრა და არ შემიძლია უიმისოდ. ხშირად გვიწევს ცალკე ყოფნა სამსახურის გამო. მონატრებულზე კიდევ ბავშვები არ გვაძლევენ გასაქანს და უკვე isე დაგიღალე არაფელიც აღარ მინდა. 28-წლის ვარ და თითქოს ნაადრევად დავბერდიი.
00:47 / 08-01-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?