ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენი ერთგული მკითხველისგან წერილი, რომელსაც გარკვეული უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით ანონიმურად გთავაზობთ.
"ის, რასაც ახლა მოვყვები, მინდა, რომ დასაფიქრებელი იყოს ყველასთვის და ჭკუის სასწავლებელი...
წლების წინ, როცა პირველი შვილი შემეძინა, უძილობის, გადაღლილობის მშობიარობის შემდგომ დეპრესიის ფონზე ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა, ჩავჯექი სახლში, პატარა ბუნებრივ კვებაზე მყავდა და სურვილიც რომ მქონოდა, დიდხანს ვერსად გავიდოდი. მახსოვს, ელენიკო 4 თვის იყო, ჩემს ერთ ძველ მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან გვთხოვა, რომ
მისვლიდან ძალიან მალე შევნიშნე, რომ ჩემი ქმარი ჩემი მეგობრის დაქალის აშკარა ყურადღების ობიექტი გახდა.
ცოტა არ იყოს გაოგნებული ვიყავი ამ ყველაფრით, წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბავშვით ხელში ვზივარ და ეს გოგო ჩემს ქმარს თვალებს უჟუჟუნებს...
ჩემი იუბილარი მეგობარიც ახალი გათხოვილი იყო მაშინ და საუბარმა ოჯახური თემების გარჩევა მოიტანა.
რაღაც საკითხთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მთავარი ნდობაა ურთიერთობებში და მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს ვენდობით, უცებ მომიტრიალდა ეს გოგო და ირონიით მეუბნება:
"კარგი, რა ნდობა, საკუთარი თავის გარდა არავის უნდა
არ გავეცი პასუხი, გავიღიმე. მალევე წამოვედით, მის მერე არც ჩემი მეგობარი მომიკითხავს და სულ ვბრაზობდი ჩემს თავზე, რატომ არ ვუპასუხე საკადრისად.
მას შემდეგ წლები გავიდა. ცოტახნის წინ მე და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წავედით, სასტუმროში ჩემი ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია, მამაკაცი საკმაოდ უხეშად, გამუდმებით საყვედურობდა ახალგაზრდა ქალს სხვების თვალწინ.
ვაკვირდებოდი და თითქოს სადღაც უკვე მყავდა ნანახი... უმაკიაჟოდ, მოუწესრიგებელი თმითა და ფრჩხილებით, ძლივს ვიცანი ჩემი მეგობრის დაქალი...
ძალიან შევწუხდი და თავი რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი. სწრაფად შემოვბრუნდი და გავეცალე იქაურობას.
...კარმა უცნაური რამ არის მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქმედებებს აუცილებლად შედეგები მოჰყვება.
მჯერა, რომ ენერგიას, რომელსაც კოსმოსში ვუშვებთ, უკან გვიბრუნდება იქნება ეს უარყოფითი თუ დადებითი.
ამიტომ, ნურავის მიაყენებთ ტკივილს თქვენი ქცევით და სიტყვით, იყავით კარგები და აკეთეთ სიკეთე".