ასე იყო ყოველთვის. უბრალოდ ეს ხასიათის თვისება, მავნე ჩვევა ან დასწავლილი ქცევაა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ერთი გარემოება რომ არა: წელიწადში ან 6 თვეში ერთხელ თვალები მეხილება და საკუთარ თავზე ვბრაზდები: სად ვარ? სად არის ჩემი სურვილები, ახალი ქვედაბოლო? რატომ აძლევენ თავს უფლებას სხვები, ჰქონდეთ ყველაფერი, მე კი ყველაფერს ხვალისთვის ვდებ: ფულს, დროს, ენერგიას, საკუთარ თავს...
მოკლედ, არ გამომდის საკუთარი თავის სიყვარული, არადა ამბობენ - აუცილებელიაო. ოღონდ სულ ავიწყდებათ იმის თქმა - როგორ??
ახლახან ამოვიკითხე მარტივი რეცეპტი: გაუკეთო საკუთარ თავს ის, რასაც უკეთებ საყვარელ ადამიანებს. მოუმზადო შენს თავს გემრიელი საუზმე, დაიძინო ლამაზ თეთრეულში, დასვენების დღეებში არ გააღვიძო საკუთარი თავი სადილამდე...
ძალიან მომეწონა. დავიწყე და სიამოვნებაც მივიღე. პირველად ცხოვრებაში, დანაშაულის შეგრძნების გარეშე წავედი კოსმეტოლოგთან და ფრჩხილებიც მოვიწესრიგე.
საკუთარ თავს ვაქებ ამ სიამოვნებისთვის. თითქმის ვისწავლე. მაგალითად გუშინ, როდესაც ბავშვი დავაძინე, მეორე დღისთვის კატლეტების კეთების მაგივრად აბაზანა ავავსე, ავიღე ფერადი მარილის კრისტალები და ის იყო უნდა ჩამეყარა წყალში, რომ შევამჩნიე, ცოტაღა დარჩენილიყო, მხოლოდ ერთი ჩაყრა იყო დარჩენილი.
- ხვალ ანდრია აბაზანაში ჩახტომამდე მარილს მომთხოვს. თან როგორ ერთობა ფერადი კრისტალების თამაშით. კარგი, მარილის გარეშეც მივიღებ სიამოვნებას, არა უშავს...
- ლელა! სტოპ- სტოპ - სტოპ! სანამ არ გადამიფიქრებია! ერთი ხელის მოძრაობით ჩავყარე თბილ აბაზანაში.
- დღეს ვარ მე, ჩემია, ჩემთვისაა.
- ხვალ ვუყიდი ბავშვს და არავითარი დანაშაულის გრძნობა!!!! მე ვიმსახურებ ამას!
მთელი საათი ვნებივრობდი, ვცდილობდი ბოლომდე შემეგრძნო ბედნიერება იქ, სადაც ჩემი ხელით ჩავყარე სიხარულის ფერადი მარცვლები...
- ისიამოვნე, - ვუთხარი ჩემს თავს! გვიან ამოვედი წყლიდან და გავემართე სამზარეულოსკენ, კატლეტების მოსამზადებლად...
მოკლედ, რთულია საკუთარი თავის სიყვარული. ძალიან რთულია, როდესაც მიჩვეული არ ხარ ამას.
თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის სიყვარული?
ლოლა ტარასევიჩი