
- იმდენად დიდი სიხარული და ბედნიერება იყო ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა, არ ვფიქრობ, რომ სამი საკეისროს გაკეთება გარისკვაა. ჩვენ ეს ძალიან გვინდოდა და შესაბამისად, არც არაფრის შემშინებია. ექვს შვილს ძიძების გარეშე, მეუღლესთან
- გენეტიკურად რომელი მხარის "დამსახურებაა" ტყუპი?
- ჩემი მეუღლის მშობლების მხარეს ბევრი ტყუპი ჰყავთ.
- რამდენად რთულია ექვსი ბავშვის გაზრდა?
- ძალიან მეხმარებიან უფროსები. დიდი სიხარულითა და ემოციით შეხვდნენ პატარებს. ძალიან უყვართ ერთმანეთი და ერთი სული აქვთ, როდის გაიღვიძებენ, რომ ეთამაშონ. ყველა ერთად მხიარულად ვაგრძელებთ ცხოვრებას.- ბავშვებთან ურთიერთობისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია მათთან საუბარი და სხვადასხვა საკითხის განხილვა. ყველა ბავშვი აქტიურია და ყველას უნდა განვითარება. ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. რაც მთავარია, ვუსმენთ ერთმანეთს. ჩემი შვილები მე მისმენენ, მე კი - მათ. სწორედ ესაა ჩემთვის პრიორიტეტი, რაც ყველაზე მეტად მეხმარება მათ
- რა არის ყველაზე რთული მრავალშვილიან დედობაში?
- ჩემი ერთი დღე დატვირთულია იმ ფონზე, რომ ძიძა არ გვყავს. ხანდახან ღამის გათენებაც გვიწევს, მაგრამ რომ გითხრათ, ეს ძალიან რთულია, მოგატყუებთ. უფროსები სკოლასა და ბაღში დადიან. ყველა ერთად თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ.- კიდევ ხომ არ აპირებთ შვილების გაჩენას?
- სულ მინდოდა, 5 შვილი მყოლოდა, ამის შემდეგ, უფალი როგორც ინებებს, ისე იქნება. მართლა ძალიან დიდი სიამოვნებაა მრავალშვილიანობა და სიამაყის გრძნობა მაქვს. მინდა, რომ ბევრი მრავალშვილიანი დედა გვყავდეს საქართველოში.თამარ იაკობაშვილი