"ნეტავ, დედამთილი საქართველოში მყავდეს და ჩემს საძინებელში დავუდგამდი ლოგინს... სამ შვილს რომ გაზრდით მარტო, მერე ისწავლით ჭკუას"
"ნეტავ, დედამთილი საქართველოში მყავდეს და ჩემს საძინებელში დავუდგამდი ლოგინს... სამ შვილს რომ გაზრდით მარტო, მერე ისწავლით ჭკუას"
რძალ-დედმთილური ურთიერთობები თითქმის ყველა ოჯახში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიტომაც ჩვენი მკითხველის, ახალგაზრდა დედის წერილს, რომელიც დედამთილისა და მულის გადაჭარბებულ მზრუნველობაზე სწუხდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენად უნდა იყვნენ ოჯახის უახლოესი წევრები ბავშვის აღზრდაში ჩართულები, სად გადის ზღვარი ახალგაზრდა მშობლების დახმარებასა და "მათ საქმეში ჩარევას" შორის?
ამის თაობაზე არაერთი საინტერესო კომენტარი გაკეთდა და ვფიქრობთ, ამ საკითხზე განსხვავებული აზრების მოსმენა ბევრს დააფიქრებს ოჯახურ ურთიერთობებზე.
  • "ჩემს ქალიშვილს ჰყავს ორი ანგელოზი. პირველზე ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდა ჩემს მიმართ, ღიზიანდებოდა, თუ რაიმეს შევუსწორებდი ან ბავშვს პლედს შემოვახვევდი.
    თან საყვედურებს მოურიდებლად მეუბნებოდა რადგან დედა ვიყავი და არა დედამთილი. .დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ბევრ რამეში მართალი ვიყავი და ბავშვისთვის უკეთეს რჩევებს ვაძლევდი. ბავშვი ჩეთან უფრო მშვიდდებოდა. ამაზეც ღიზიანდებოდა, რა, მე დედა არ ვარო? მაგრამ საქმე ისაა, რომ ბავშვი სხვასთან უფრო ადვილად იძინებს, რადგან რძის სუნი არ აღიზიანებს და თუ დანაყრებულია, მშვიდდება. მეორე ბავშვზე საერთოდ აღარაფერზე ქონია მწვავე რეაქცია. აღარ აპროტესტებდა ჩემს დახმარებას.. პირველ შვილზე აქვს დედას ეგოისტური აზრები და.ჩემი რჩევაა, მშვიდად მიიღეთ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის დახმარება დედა იქნება თუ დედამთილი თუ მული. ნუ ღელავთ, საბოლოოდ შვილებს დედა მაინც ყველას ურჩევნიათ.. ნუ
    იქნებით ნურავის მიმართ აგრესიული და უმადური. .რაც მეტი მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი ეყოლება გვერდით თქვენს შვილს, უკეთესი არაა?"
  • "არ დაგავიწყდეთ, რომ დედა მშობიარობის შემდეგ, დეპრესიულ მდგომარეობაშია მეტ-ნაკლებად და ყველაფერი სხვანაირად ეჩვენება. შეიძლება გადაჭარბებასაც ჰქონდეს ადგილი, დედამთილ-მულის მხრიდან, ცოტათი მოთმინება და ყველაფერი თავისით დალაგდება. ეს იმათთვისაც ხომ პირველი სიხარულია. გაიღიმე. წვრილმანებზე ნუ იკამათებ. მერე წლები რომ გავა, ამ ყველაფერს სისულელედ ჩათვლი. შეიძლება, საკუთარი დედის შენიშვნა არ მიიღო და გეწყინოს. ეს მომენტი ყველამ გამოვიარეთ"
  • "დახმარებას და დიდი დოზით დედის კომპეტენციაში ჩარევას შორის დიდი სხვაობაა. საძინებელში შევარდნაზე მეტად მე მენიშნა, რომ დედის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებას. მე ამ ქალის ადგილას ქმარს დავაბრუნებდი საძინებელში და ღამე მას დავიხმარებდი.
  • დედამთილიც ადამიანია, რომელსაც თავის შვილიც აღელვებს და შვილიშვილიც. თავის დედა რომ იქცეოდეს ესე, ექნებოდა პრეტენზია? რაც დედაჩემს ლექციები უტარებია ჩემტვის, დედამთილსაც მოუცია შენიშვნები, მაგრამ გაქცევაზე არ მიფიქრია. პირველად ვზრდიდი და გამოცდილისგან რაც მისაღები იყო, ვსწავლობდი, რაც არ მომწონდა, არ ვაკეთებდი, ფიზიკურად არავინ მომხმარებია ქმრის გარდა, ცალკეც დაწოლილა გადაღლილი და დილაუთენიაც წაუყვანია ბავშვი, მეც რომ დამეძინ. .ხელი უნდა შეუწყოს ყველამ ერთმანეთს, თორემ სანამ ბავშვი გაიზრდება, ჩახოცავენ ერთმანეთს."
  • "ქმრით იწყება ყველა ქალის ბედნიერება ან უბედურება,არ აქვს მნიშვნელობა, აქ მულები და დედამთილებიც არიან ჩართულები თუ სხვა. უბედური ხარ? ესე იგი ქმარია უვარგისი და არაფერს აკეთებს შენი კარგად ყოფნისთვის.. გამოსავალზე იფიქრე. ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და იმისთვის არა, რომ ვინმეს შევწიროთ მსხვერპლად."
  • "ნეტავ, ვინმეს მოეტანა და მომხმარებოდა, როგორ ვიტყოდი რამეს. თუკი ვინმე გეხმარებათ, დააფასეთ და მადლიერება გამოხატეთ.რა უბედურებაა,, ეს,ამდენი უმადურობა და დაუნახაობა."
  • "უჰ! ამას ისეთი დედამთილი უნდა, ბავშვი მთელი ღამე ტირილში რომ უსკდება, აქეთ-იქეთ დარბის მთელი ღამე, წელში წყდება ჩვილის თრევით და ორის ნაცვლად, ექვსი ხელი აქვს გამობმული. დილით კი ეტყვის დედამთილი: "უი, ისეთი ღრმა ძილი ვიცი, არაფერი გამიგია."
  • "ყველა დედამთილი ხომ იყო ოდესღაც რძალი! და უნდა ახსოვდეს, რა არ სიამოვნებდა თავისი დედამთლისგან და უნდა ეცადოს, რომ არ გაიმეოროს მისი"შეცდომები"! მე, მაგალითად, არასოდეს არ გავუკეთებ ჩემს რძალს იმას, რასაც ჩემი დედამთილი მიკეთებდა! არასოდეს!"
  • " როცა პირველია ბავშვი და გასწავლიან, ამაში რა არის ცუდი? არა მგონია, ეს პატარა ნაკლებად უყვარდეთ ბებოს და მამიდას, მაგრამ თუ ვერ უგებთ ერთმანეთს, დაბრუნდი ქირით, ასე გირჩევნიათ."
  • "21-ე საუკუნეში ქალს არ უნდა დედიკოსგან განებივრებული ქმარი, არამედ ისეთი,, ვინც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბავშვის გაზრდაში და მარტო მოსაფერებლად არ ჰყავს შვილი. თან ადამიანმა შეცდომა თუ არ დაუშვი, ისე ვერ ისწავლი რამეს, თუნდაც ბავშვის გაზრდას".
  • "ნეტავ, ჩემი დედამთილი საქართველოში მყავდეს, ჩემს საძინებელში დავუდგამდი ლოგინს... აი, სამ ბავშვს რომ გაზრდით მარტო, მერე ისწავლით ჭკუას"
  • "რომ არ ცხოვრობდეს დედამთილი ჩემთან, ალბათ, ნერვოზიანი დედა შერჩებოდათ ჩემ შვილებს ხელში"
  • "ნეტავ, დედამთილი მყავდეს სახლში და ჩემს გიჟ შვილებს 10 წუთით მაინც ჰყავდეს მიმხედავი, როგორ დავიწუწუნებ".

21094
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ნატალი
2
ზოგიერთი იმიტომ არ ეგუება დედამთილს და მულს ოჯახში რომ ქმარს თავის გემოზე ვერ მოაჯდებიან თავზე. ეს ერთი, მეორე დედამ შეიძლება იმდენი ვერ გაუკეთოს ვიდრე დედამთილმა და მულმა მაგრამ მაინც ალერგია აქვთ მათ მიმართ, ესაა გაუზრდელობის და არაადამიანობის ბრალი რახან ტვინში აქვთ გამჯდარი"დედამთილი და მული" ქვია სახელი ......რამდენი ვიცი ასეთი..... ღმერთმა დაგვფაროს ყველა. მესმის ბევრი დედამთილიც შეიძლება იყოს ცუდის ღირსი მაგრამ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არაა სწორი.
15:45 / 01-06-2020
ekaterine
2
radunda fikri? pasuxi ertia calke!
12:25 / 01-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი