ქალებს, ვისაც დედობის ბედნიერება აქვს, კარგად ესმით, რა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის ორგანიზმის მშობიარობის შემდეგ. ჰორმონალური ძვრები, სხეულის შეცვლილი ფორმები, თითქოს ძვლებიც კი იცვლიან ფორმას, შინაგან ცვლილებებზე აღარფერს ვამბობთ.
მართალია, ყველა ქალი ინდივიდუალრად განიცდის ამ სახეცვლილებებს, მაგრამ მინიმუმ 2-3 თვეა საჭირო, რომ ძველი სხეული შეიგრძნო. ამაში არ იგულისხმება ძუძუთი კვება, რომელიც თვეობით და ხშირად წლობით გრძელდება.
პირველი ორსულობის შემდეგ, რომელიც 1994 წელს დადგა, ჯესიკა ენსლოუ მთელი წლის განმავლობაში ვერა და ვერ ჩადგა ფორმაში. მთელ დროს პატარა ქალიშვილს უთმობდა და ძლივს ცნობდა საკუთარ თავს სარკეში.
როგორც იქნა, შეძლო და წონაში დაიკლო, თუმცა მალევე მეორედ დაფეხმძიმდა, შემდეგ მესამედ, მერე მეოთხედ და ასე გაგრძელდა მეშვიდე შვილის დაბადებამდე.
წარმოიდგინეთ, რამხელა ზეწოლის ქვეშ იყო მისი ორგანიზმი და რა ცვლილებამდე მივიდოდა, მკაცრად რომ არ ეკონტროლებინა თავი.
ორსულობებს შორის დიეტებს იცავდა და ინტერნეტში ნანახ ვარჯიშებს ასრულებდა, თუმცა სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ იყო. ჯესიკამ აღიარა, რომ სანამ თავის ამჟამინდელ მეუღლეს, ბოლო სამი შვილის მამას, რობერტს არ შეხვდა, ძალები ვერ მოირიბა. მიხვდა, რომ ყოველთვის აკლდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საკუთარი თავის სრულყოფისთვის ბრძოლაში.
მეშვიდე შვილის გაჩენის შემდეგ ჯესიკა ექსპერიმენტებს მოეშვა და უკვე პროფესიონალ მწვრთნელს მიმართა ინდივიდუალური ვარჯიშებისთვის.
შედეგად არამარტო წონა მოიწესრიგა, სხეულის ფორმებიც ისეთივე გაუხდა, როგორც მშობიარობამდე. ახლანდელ ფოტოებში გაგიჭირდებათ ამოიცნოთ, რომელია დედა და რომელი - შვილი.
საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობის შემდეგ ამბობს, რომ 45 წლის ასაკში უკეთ გამოიყურება, ვიდრე 19 წლის ასაკში იყო. აი, რა შეუძლია ნებისყოფასა და საკუთარ თავზე მუშაობას.
ჯესიკა სახეზეც ახალგაზრდულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ თავს დიდად არ უვლის. ეს მხოლოდ სწორი კვებისა და მოწესრიგებული დღის რეჟიმის დამსახურებაა.
„ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანსაღი გარეგნობა არ არის, ეს პირველ რიგში ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებაა. დედობისა და ვარჯიშის შეთავსება ნამდვილი გამოწვევა იყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, დამიბრუნდა ენერგიაც და ხალისიც“ - ამბობს ჯესიკა.