1 კილოგრამი ბადრიჯანი 1 ლარი ღირს, მწვანე ლობიო -2 ლარი, კარტოფილი - 1 ლარი, პომიდორი - 1 ლარი როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე გაძვირების შეჩერება ვერ ხერხდება. სპეციალისტები, აგრარული სეზონის დასრულებასთან ერთად, ფასთა კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.
წელს, სექტემბერში პირველად, აგრარულ ბაზარში 1 კილოგრამი ბადრიჯანი 1 ლარი ღირს, მწვანე ლობიო -2 ლარი, კარტოფილი - 1 ლარი, პომიდორი - 1 ლარი, იმერული ყველი 9 ლარი და ა.შ. პროდუქტზე ფასი მუდმივად მზარდია და წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი.
პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთ მიეზად რუსეთის ბაზრის გახსნა განიხილება, თუმცა ამ პროცესზე არანაკლები გავლენა მოახდინა გვალვამ და ღვარცოფებმა. კახეთში მოსავლის დიდი ნაწილი გადაიწვა, გვალვის გამო მოსავლიანობა შემცირდა იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. პროდუქტი ძვირდება, უმუშევრობის მაჩვენებელი კი ისევ მაღალია. მოსახლეობა საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფება. მართალია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამბობს, რომ 4-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 266 ლარია, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი კვირის სამყოფი თანხაც კი არ არის.
ნინო მეტრეველის ოჯახი, სწორედ 4 სულისგან შედგება. იგი ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 700 ლარია, თუმცა არსებობას მინიმალურ დონეზე ძლივს ახერხებენ.
"ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. მხოლოდ მეუღლე მუშაობს, რომლის თვიური ანაზღაურება 700 ლარია. ვცდილობთ ყველაფერში ეკონომია გავაკეთოთ, თუმცა პროდუქტი ისე გაძვირდა, რომ ეს თანხა მინიმალურ მოთხოვნებსაც ვეღარ აკმაყოფილებს. სულ ვნერვიულობ, რომ ბავშვების კარგად კვებას ვერ ვახერხებ, ჩაცმაზე ხომ
საუბარი ზედმეტია.ორივე ბავშვი სკოლაში დადის. მართალია, წიგნები უფასოდ მისცეს, მაგრამ მოსწავლეს კიდევ ათასი რაღაც სჭირდება. ოჯახისთვის, დღეში 20 ლარის საკვებს თუ ვიყიდი, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად მაქვს, მაგრამ ბავშვები ერთხელ თუ მაინც გამიცივდა, უკვე ვალში ვარდები და შემდეგ თვის ხარჯს ვალის მომსახურებაც ემატება",-ამბობს ნინო მეტრეველი და აღნიშნავს, რომ 700 ლარი საკმარისია მხოლოდ მინიმალური არსებობისთვის.
გაგრძელება