ამჯერად საქმე სადილების მომზადებას ეხება. ეს იოლი საქმე არ არის. როცა სამზარეულოში ფუსფუსის დრო ყოველდღე არ გაქვთ, სამუშაო კვირის სამყოფი საბაზო მარაგი წინასწარ უნდა შექმნათ. ამ მარაგის წყალობით ძალიან სწრაფად ასაუზმებთ, ასადილებთ ან ავახშმებთ ოჯახის
1. დასვენების დღის გარკვეული პერიოდი საგანგებოდ დაუთმეთ ამ მარაგის შექმნას. სასურველია, ოჯახის რომელიმე წევრი გეხმარებოდეთ. თუნდაც მეუღლე. თუ უარზეა, აუხსენით, რომ საქმე მის ჭამასაც ეხება. ამით დაიყოლიებთ.
2. თითქმის ყველა სადილი ხახვის შუშვით იწყება. გაფცქვნისა და წვრილად დაჭრის დრო რომ არ დაკარგოთ, თავისუფალ დროს გაფრცქვენით და ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ დაახლოებით 10 თავი ხახვი (უფრო სწორად, მეუღლეს გაატარებინეთ. ამით ძალას დაზოგავთ). ეს გატარებული მასა ნაწილ-ნაწილ ნებისმიერი სადილისთვის გამოდგება. მაცივარში ერთ კვირაზე მეტ ხანსაც ძლებს. თუ უფრო დიდხანს შემოგრჩათ, საყინულეში შედგით. როცა დაგჭირდებათ, საჭირო რაოდენობა "ამოჩიჩქნეთ". ქვაბში ჩააგდებთ თუ არა, ჩვეულებრივ ახალგაფცქვნილს დაემსგავსება. რაც მთავარია, საყინულე არც სუნს უცვლის, არც გემოს.
3. არანაკლები დრო და ნერვები
4. იყიდეთ რამდენიმე ულუფა ხორცი (თუნდაც გატარებული). მომზადეთ კატლეტები და გაყინეთ. ნებისმიერ დროს შეგეძლებათ შეწვათ და ცხელ-ცხელი მიირთვათ, თითქოს ახლახან გააკეთეთ. მხოლოდ გარნირს მოამზადებთ და სრულფასოვანი სადილიც მზად არის.
5. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ გუფთები და გაყინოთ. წვენს იოლად მოამზადებთ, მთავარი საწვალებელი - გუფთები ხომ უკვე მზად გექნებათ.
6. გარეცხეთ და გახეხეთ ბორშისთვის საჭირო ინგრედიენტები. შემდეგ თეფშზე დაყარეთ, შესაფუთი ცელოფნის პარკი (ჟგუტსაც ეძახიან და ყველგან იყიდება რულონზე დახვეული) გადაახვიეთ. ერთი კვირის განმავლობაში ნამდვილად გაძლებს. ბორშს კი, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, სამსახურიდან მოსული უცებ მოამზადებთ.
7. საყინულეში კარგად ძლებს და ოჯახს სწრაფად დააპურებთ ყველის, ხაჭოს ან კარტოფილის "ვარენიკებით". ესენიც ჯობია სახლში თქვენი ხელით დაამზადოთ და შემდეგ გაყინოთ. ბევრად უფრო ჯანსაღი პროდუქტი გამოგივათ.
ამ რჩევებს რამდენიმე სუსტი წერტილი აქვს:
1. ბევრი ხორცია საჭირო, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ჩემი ბიუჯეტის ანალიზმა დაადასტურა, რომ ოჯახის (განსაკუთრებით კაცების) დანაყრება ხორცის გარეშე გაცილებით ძვირი ჯდება. ამიტომ ისევ ამ პროდუქტზე ვაკეთებთ არჩევანს, თუნდაც ეკონომიის გამო.
2. ამ მარაგის შესაქმნელად საკმაო დრო და ენერგიაა საჭირო, დასვენების დღე კი ძირითადად ერთია, თუ გაგიმართლათ - ორი. ამიტომ ამ დღეს დამხმარე უნდა გყავდეთ. თუ მარტომ მოგიწიათ შრომა, ესე იგი სამსახურში დასვენებული კი არა, დასასვენებლად მიხვალთ... თუმცა, ვერც ამით გაგაკვირვებთ. ბევრი დიასახლისისთვის "დაქანცული შაბათ-კვირა" უკვე ცხოვრების წესია.
მარიამ ლ.