"ლომბარდში ოქროს ჩადება, რომ საახალწლოდ სუფრა იყოს სავსე, ჩემთვის ცოტა მიუღებელია"
"ლომბარდში ოქროს ჩადება, რომ საახალწლოდ სუფრა იყოს სავსე, ჩემთვის ცოტა მიუღებელია"
საახალწლო სუფრას ყველა საკუთარი განწყობისა და შესაძლებლობების მიხედვით აწყობს და ამრავალფეროვნებს. ზოგს მიაჩნია, რომ ახალ წელს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს გოჭი და ინდაური, ზოგისთვის კი გოზინაყი და ტკბილეულიც საკმარისია. ამას ემატება ისიც, რომ ამ დღესასწაულის "პატივსაცემად" პროდუქტის ფასი საოცრად იზრდება, ორმაგდება, ხან კი ოთხმაგდება კიდეც, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, თუმცა ბევრს ესეც ვერ "აშინებს~ და "ღირსეულად" ხარჯავს საკმაოდ ბევრ ფულს ერთი ღამის სუფრაში – ახალ წელს და მერე კიდევ, ძველით ახალ წელს. ვიღაცისთვის ესეც დიდი სიამოვნებაა და არ უნდა მოიკლოს... მთავარი მაინც
განწყობა და საკუთარი სურვილების შესრულების შესაძლებელობაა, რასაც ყველა თქვენგანს ვუსურვებ 2015 წელს. ამჯერად კი შემოგთავაზებთ ნატუკა გულისაშვილისა და ნათია გოგოჭურის მოსაზრებებს საახალწლო ხარჯებთან დაკავშირებით.

ნატუკა გულისაშვილი: "ჩემთვის საჩუქრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ფულის საჭმელში დახარჯვა"
- გამორჩეულად მიყვარს სააღდგომო და საახალწლო სუფრა. ახალ წელს აუცილებელია გოზინაყი, ცოტ-ცოტა, მაგრამ ყველანაირი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ნამცხვარი და საცივი. მე ინდაურის საცივს ვაპროტესტებ, თუმცა, თუ კულინარიაში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ საცივი სწორედ ინდაურით კეთდება. მე მაინც ქათმის საცივზე ვაკეთებ არჩევანს და არა ბაჟეზე. ახალი წლის სუფრაზე, ცალკე ბაჟე და ცალკე ქათამი ჩემთვის მიუღებელია. 31 დეკემბერს 12 საათს ასეთი
სუფრით ვხვდები: ტკბილეული, ერთი ხელი სადილი, რომელშიც შედის საცივი, ღომი ან მჭადი, კიტრი, პომიდორი. ჩემი ზრით, ესაა ის აუცილებელი ჩამონათვალი, რაც უნდა იყოს ახალ წელს სუფრაზე, გოჭს, "ხალადეცს" და ა.შ. ასევე ვაპროტესტებ. ლომბარდში ოქოს ჩადება იმიტომ, რომ საახალწლოდ სუფრა იყოს სავსე, ჩემთვის ცოტა მიუღებელია.
- უხეშად რომ ვთქვათ, რა თანხასთანაა დაკავშირებული საახალწლო სუფრის მომზადება?
- ჩემ მიერ საახალწლოდ გაშლილი სუფრა, ბევრისთვის შეიძლება, მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩემთვის სრულიად საკმარისია. ზემოთ ნახსენები სუფრის მომზადებაში დამეხარჯა 100-120 ლარი. ამ პერიოდში ნიგოზი და ზოგადად ყველა პროდუქტი ძვირდება, ამიტომ ეს თანხა შეიძლება 150 ლარამდეც ავიდეს, თუმცა ეს მაქსიმუმია. სუფრის ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ისიც გასათვალისწინებელია, რამხელა, რამდენსულიან ოჯახზეა საუბარი. მე ჩემიდან გამომდინარე გეუბნებით. დიდი თანხის საახალწლო სუფრისთვის დახარჯვას, მირჩევნია, რაც ჩამოვთვალე ის გავაკეთო, დანარჩენით კი საჩუქრებზე ვიზრუნო და გავახარო ირგვლივ მყოფნი, ან გამოვცვალო სახლში ნივთები. ჩემთვის საჩუქრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ფულის საჭმელში დახარჯვა, რასაც ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება და სახეზე გამონაყარი მოჰყვება.
- შობისა და ძველით ახალი წლის შეხვედრის როგორი ტრადიცია გაქვთ?
- საქმე ისაა, რომ ხან ვარ მარხვაზე, ხან - ვერა, თუმცა, საშობაოდ ყოველთვის კეთდება საშობაო ღვეზელი, სუფრას ისევ გოზინაყი და წითელი ღვინო ამშვენებს. თუ მარხვაზე ვართ, მაშინ გასახსნილებლად ტოლმას ვაკეთებთ ხოლმე. უცხო სალათები და მონატრებული კერძები, რომელიც სასიამოვნოც კია ახალი წლის გადატვირთული დღეების შემდეგ, ძველით ახალ წელს კეთდება, ამ დროს სხვანაირ, უფრო მსუბუქ ტკბილეულს და საკვებს ვამზადებთ.
- საახალწლო ცრურწმენებს თუ იცავთ, შეიძლება ადამიანი სულაც არ ენდობოდეს მათ, მაგრამ რომ გესმის, რაღაცნაირად მაინც ასრულებ...
- კი, მე ახალ ცოცხს ვყიდულობ, ვცდილობ გენერალურად დავასუფთაო სახლი, ძველი ჭურჭელი თუ ტანსაცმელი, რასაც აღარ ვიყენებთ, გავიტანო სახლიდან. სულ ესაა ცრურუწმენების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. არა მარტო ახალ წელს, არამედ ყოველ დილას, როგორც გაიღვიძებ, ისეთი დღე გექნება, განწყობაზე ბევრია დამოკიდებული.


ნათია გოგოჭური: "ახალი წელი მაინც მიმბაძველობაა, მე ასე მგონია"
mshoblebi
- ვერ ვიტყვი, რომ დღესასწაულებთან მიმართებაში ანიდან ჰაემდე ყველა დეტალს ზედმიწევნით ვასრულებთ. როცა წინასაახალწლოდ ვმუშაობთ ცოცხალ პროექტებზე, გვაქვს ჰონორარები, შემოსავალი, ჩვენც ვცდილობთ, სხვებს არ ჩამოვრჩეთ. ახალი წელი მაინც მიმბაძველობაა, მე ასე მგონია... თუმცა, თუ არ გვაქვს საშუალება და სათანადოდ ვერ ვხვდებით ახალ წელს, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნით, ნივთის გატანა სახლიდან იმისთვის, რომ საცივი იდოს სუფრაზე, არასწორი მგონია.
წელს განსხვავებული ახალი წელი გვქონდა, მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. მოულოდენლად ვიტო ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. ბოლო 5 წელია, რაც ვიტო საფრანგეთშია, ყველა ერთად ვერ ვახერხებთ ამ დღესასწაულის შეხვედრას. მაგალითად, შარშან მე და ზაზა ვიყავით წასულები მასთან, ახლა ვიტოს ტრავმა აქვს, თებერვლამდე არ ველოდით, მაგრამ 30 დეკემბერს ყავარჯნით დაგვადგა და ძალიან გაგვახარა. შოკი გვქონდა მოულოდნელობისგან და სიხარულისგან.
- ფინანსური თემა რომ გამოვრიცხოთ, როგორ ფიქრობთ, გოჭი, ინდაური აუცილებელია საახალწლო სუფრაზე?
- უხეშად რომ ვთქვა, არ ვარ მომხრე მუცლის ამოყორვის ტრადიციების. ქართველები ამპარტავნები ვართ და ესეც ერთგვარი ამპარტავნებაა, ვის უფრო უკეთ შემწვარი გოჭი და ინდაური ექნება. მთავარია, საახალწლო განწყობა გქონდეს და კარგად იგრძნო თავი, თორემ დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს. თუ გოჭი და ინდაური გიმაღლებს განწყობას, კი ბატონო, უნდა გქონდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ამის გამო ტრაგედია არ უნდა შექმნა. პიროვნულად მე არ ვითრგუნები, თუ რამე მატერიალური არ მაქვს საახალწლოდ და ვერ შევწვდით რაღაცის ყიდვას.
- ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია თუ გაქვთ?
- გეტყვით ახლა როგორ ხდება ჩვენთან: 30 დეკემბერს არის ელენეს დაბადების დღე და ჩვენთვის ახალი წელი ამ დღეს დგება და ამ დღიდან ვიწყებთ აღნიშვნას. 11 იანვარს კი ზაზა კოლელიშვილის დაბადების დღეა, ასე რომ, ძველით ახალ წელს 11 იანვრის ნასუფრალით მაინც ვხვდებით (იცინის). თუმცა, ძველით ახალ წელს უკვე ერბოკვერცხისა და სოსისის, მაკარონის მომზადების სურვილი გვაქვს ხოლმე.
- ახალ წელთან დაკავშირებულ ცრურწმენებზე რას მეტყვით, ხომ ამბობენ, ახალი ცოცხი უნდა იყიდო და იმით უნდა დაგავო სახლიო...
- მე განწყობის ადამიანი ვარ და განწყობას მიმაღლებს, თუ რაღაცას განვაახლებ სახლში. საახალწლო საყიდლების დროს ცოცხი თუ გამხსენებია, დამინახავს, მიყიდია, მაგრამ თუ არ შემიძენია, ამის გამო არ მიღელვია და არ მითქვამს, ახალი ცოცხი არ მქონდა და როგორ წავა წლევანდელი წელი-მეთქი.
- ახალ წელს მოსდევს შობა, ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული...
- ძალიან მიყვარს შობა, განსაკუთრებით სარკმლებთან დადგმული სანთლების ცქერა, ვერ ვარ ისეთი ეკლესიური, რომ შობის ღამეს ეკლესიაში ვატარებდე, ხან საშობაო მარხვასაც ვერ ვინახავ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად და ეროვნულად ქრისტიანი ვარ (იღიმის). გამოვტყდები და სააღდგომო დიდი მარხვის შენახვას უფრო ვახერხებ. ცოტა მოუწესრიგებელი ვარ ამ საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ წესებს ზედმიწევნით ვერ ვიცავთ, სულით და გულით ქრისტიანები ვართ.
ციცი ომანიძე

12131
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
თინა
0
ნატუკა____ამოდენა ქალია და რაღადროს მაგის ნატუკაა....ვაიმე რა მაგრა უბერავენ.არის მშევენირი სახელი ნატალია,ნატო,ბოლობოლო ნატა....ნატუკა რა უბედურებაა
00:54 / 04-01-2016
noniko
0
ისე მინდა გითხრა რომ მარა ჩემი ნიკია , ისე მარიამი მქვია. ;) ))))
06:26 / 13-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი