"ნეტავ რა ღლის? მთელი დღე სახლში ზის!" - 6 ყველაზე უსიამოვნო სტერეოტიპი სახლში მყოფ დედებზე
"ნეტავ რა ღლის? მთელი დღე სახლში ზის!" - 6 ყველაზე უსიამოვნო სტერეოტიპი სახლში მყოფ დედებზე
უმუშევარი დედები ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზირებული ჯგუფია. ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზა: "ნეტავ რა ღლის? მთელი დღე სახლში ზის!" თუმცა, მხოლოდ დედებმა იციან, რამხელა შრომას მოითხოვს ბავშვების მოვლა, სახლის დასუფთავება, საოჯახო საქმეებზე ზრუნვა, სადილის მომზადება თუ სხვა. მოგიყვებით ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ, როცა ქალებს, რომლებიც სახლში სხედან და შვილებს უვლიან, "უსაქმურად" თვლიან:

მათ ცხოვრებაში არანაირი სტრესი არ არის და უსაქმოდ, ბედნიერად ატარებენ დროს

თუ ქალი ოფისში არ მიდის, არ მუშაობს ან ონლაინ შეხვედრებს არ ესწრება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იღლება. წარმოიდგინეთ:
დილით ადრე გაღვიძება (თუ ღამე
ეძინა საერთოდ), ბავშვების მოწესრიგება, საუზმის გამზადება, სკოლის ამბების მოგვარება, ექიმთან ვიზიტები, საკვების მომზადება, სახლის დალაგება და მრავალი წვრილმანი, რამდენ ენერგიას მოითხოვს და რამდენჯერ გრძნობენ დედები თავს გადაღლილად, ხანდახან მობეზრებულად და უმოტივაციოდ. და თანაც, დასაქმებული დედებისგან განსხვავებით, ხანდახან ვერც ახერხებენ ვინმესთან ამაზე საუბარს, გაზიარებას, ხანდახან სახლიდან ვერც კი გადიან მთელი დღე და საკუთარ დაღლილობასა და ფიქრებთან სულ მარტო რჩებიან.

ისინი მთელი დღე არაფერს აკეთებენ

"გაიღვიძებს, როცა მოუნდება, ნელ-ნელა, მშვიდად დალევს ყავას, დაათვალიერებს სოციალურ ქსელებს, დაჯდება და საათობით უყურებს ტელევიზორს, მერე კი ბავშვებს დაელოდება, როდის დაბრუნდებიან სკოლიდან" - ბევრ ადამიანს დიასახლისის ცხოვრება ასე წარმოუდგენია. მართლაც, მშვენიერი წარმოდგენაა, მაგრამ ზემოჩამოთვლილი საქმეები ნუ გამოგრჩებათ. ეს საქმეები კი გაამრავლეთ ბავშვების რაოდენობაზე და ოჯახის მოზრდილი წევრებისაც, რომლების კვებაზე, სისუფთავეზე და ხშირად, კარგ ხასიათზეც კი უნდა იზრუნოს ხოლმე დიასახლისმა.

mshoblebi

მათ ბევრი თავისუფალი დრო აქვთ

ეს კიდევ ერთი გავრცელებული სტერეოტიპია იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ: "ნეტავ რა ღლის? მაინც სახლში ზის!" სინამდვილეში, ფანტაზია რეალობისგან განსხვავდება და დიასახლისებიც ისევე და ხან მეტადაც იღლებიან, როგორც სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანები. 

ისინი რეგულარულად სპორტით არიან დაკავებულნი

ზოგიერთი დედა მართლაც პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ ადგეს, სარბენად წავიდეს, ივარჯიშოს ან იოგას მიმართოს. მაგრამ, ამისთვის ისე ადრე უნდა ადგნენ, რომ შესაძლოა, ხშირად ვერც მოახერხონ, რადგანაც პარალელურად სახლში უამრავი საქმე აქვთ. საღამოს კი ისე იღლებიან, შესაძლოა შვილების დავალებების შემოწმებისას დაეძინოთ კიდეც.

მათი სახლი ყოველთვის სისუფთავისგან ბრწყინავს

რა თქმა უნდა, ეს ყველა დედის ოცნებაა. მაგრამ, როგორც წესი, ასე არ ხდება. ბავშვები დღის განმავლობაში თამაშობენ, სხვადასხვა ნივთს ყრიან, რამდენიმე ჭურჭელს იყენებენ და დედაც ყოველთვის ვერ ახერხებს, წესრიგი შეინარჩუნოს. თუ მას დამხმარე ჰყავს ან კიდევ შაბათ-კვირას მეუღლეა სახლში, შესაძლოა მაშინ სახლის საფუძვლიანად დალაგება მოახერხოს და ის, რომ ბავშვებიან ოჯახში უწესრიგობაა, სულაც არ არის გასაკიცხი.

"რამ დაგღალა?"

სინამდვილეში დედები, რომლებიც სახლში არიან, ყველაზე დაღლილი ადამიანები არიან მსოფლიოში. უამრავი პასუხისმგებლობის აღება უწევთ, მათი დღეები ერთფეროვანია და გარდა ფიზიკური გადაღლისა, თავს ფსიქოლოგიურადაც ცუდად გრძნობენ. ამიტომაც, ფრაზა "რამ დაგღალა?" საერთოდ ვერ აღწერს იმ ქალების მდგომარეობას, რომლებიც სახლში არიან და შვილებს უვლიან.


4311
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
123
6
სახლში იჯდა მთელი დღე და ტელეფონს არ უშვებდა ხელიდან!!!!!!!!!!!!!!!! ყველა ქალი ქალი არ არის და არც დედობის და ოჯახის ღირსი!!!!!!!!!!!!!
21:08 / 04-08-2022
რეალისტი(დედა)
1
ცხოვრებაში ყველაზე რთული არის ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს რაც ძალიან ძალიან დამღლელია, დამეთანხმება ყველა დედა, სახლში საქმე გამოულეველია, სარეცხის მანქანამ ძალიან გვიშველა ქალებს, რეცხვა ყველაზე დამღლელი და ხანგრძლივი პროცესია, სხვა საქმესაც დრო და ენერგია უნდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა ცხოვრება.
16:22 / 04-08-2022
მსგავსი სიახლეები