დიასახლისის დღე
დიასახლისის დღე
6.45. გაღვიძება, დაბანა. უფროსი შვილის გაღვიძება, სკოლისთვის მომზადება. მაღაზიაში პროდუქტებზე წასვლა. ქმრისთვის საუზმის მომზადება, სამუშაოზე გაგზავნა.
უმცროსი შვილისთვის საუზმის მომზადება. სადილის გაკეთება. ყვირილის - „დეეე, ეზოში მინდა“ ან „დეე, მეთამაშე“ - ფონზე ბოლოს და ბოლოს, თავადაც საუზმობა.
შუადღე. სათამაშოების აკრეფა, სახლის დალაგება. ბავშვის გასეირნება. ჭუჭყიანი და ეზოში ამოგანგლული ტანსაცმლის დასუფთავება, გარეცხვა, სათამაშოების ალაგება... ხალიჩიდან პლასტელინის აფცქვნა... უფროსის სკოლიდან მოყვანა და მიღება... (მეხსიერების აშკარა პრობლემა - სათამაშოები ხომ უკვე აალაგა?)
საღამო... ისევ ყველას დაპურება, უფროსის დასაძინებლად წაყვანა. ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ
ზომბის სახით დაჯდომა... სათამაშოების ალაგება, დივნიდან ფაფის მოწმენდა... უმცროსის დაძინების მცდელობა.... სათამაშოების ალაგება... ვაშაა! ბოლოს და ბოლოს, სძინავს!!!
საკუთარი საწოლის ხელის ცეცებით მოძებნა, გათიშვა... (აუ, სათამაშოები კი მაინც ასალაგებელი დარჩა...)

ასევე დაგაინტერესებთ: დაიღალეთ დედობით? - როგორ დავაღწიოთ თავი დიასახლისის დეპრესიას
რას აკეთებს ქალი სახლში მთელი დღე - ეს ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს!


ტეგები: დიასახლისი
8686
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
0
Dავამატოთ კიდევ სამსახური ☺️ჩემ შემთხვევაში.
20:09 / 05-08-2015
maka
0
აუ, სათამაშოები კი მაინც ასალაგებელი დარჩა... :))) ეს მომეწონა
11:53 / 27-10-2014
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია