როგორ დავაკრიალოთ სახლი 15 წუთში - მათთვის, ვისაც "უბორკის" დრო არა აქვს
როგორ დავაკრიალოთ სახლი 15 წუთში - მათთვის, ვისაც "უბორკის" დრო არა აქვს
თანამედროვე ქალი ძალიან დატვირთულია. ამიტომ გენერალური დალაგებისთვის დროის გამოძებნა უჭირს. ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს და ისიც უნდა, რომ შვილს ან საყვარელ ადამიანებს დაუთმოს, დაისვენოს, სერიალს უყუროს ან ცოტა ხნით მეგობრებს შეუაროს. არადა, სახლი დასალაგებელია, სისუფთავე და წესრიგი ხომ ყველაზე მოუცლელი დედის სახლშიც უნდა იყოს.
თუ ამ რეჟიმით ცხოვრობთ, ეს მეთოდი თქვენთვისაა. აი რაში მდგომარეობს ის: სახლს ყოველდღე უთმობთ 15 წუთს და "უბორკა" არასოდეს დაგჭირდებათ.
* იდეალი
იდეალურად სუფთა სახლი
არ არსებობს, მით უმეტეს თუ იქ აქტიური ახალგაზრდა ადამიანები, ბავშვები და ოთხფეხა მეგობრები ცხოვრობენ. ამიტომ უარი თქვით იდეალზე, ამით ნევროზისგანაც გათავისუფლდებით და უკეთ გაუძღვებით საოჯახო საქმეებს. თქვენ იდეალური წესრიგისთვის ვერასოდეს მოიცლით. ეგ ცალკე ხელოვნებაა და დიდ დროს მოითხოვს. თქვენ ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა და წესრიგის დამყარებაც "გეყოფათ".
*დაყავით სახლი ზონებად. მაგალითად. სამზარეულო (საკვების მომზადების, კვების ზონა), აბაზანა (ბანაობის, რეცხვის ზონა), საძინებელი და მისაღები (სადაც უმეტეს დროს ატარებთ).
დაალაგეთ ერთი ზონა დღეში 15 წუთის განმავლობაში. გგონიათ ეს ცოტაა? არა, რეგულარული დალაგება გენერალურზე არანაკლებ ეფექტს მოგცემთ, სამაგიეროდ ძალიანაც არ დაიღლებით.
*დასვენების დღე
დასვენება ყველას აქვს. დალაგებისგანაც შეგიძლიათ დაისვენოთ. ამ დღეს ოჯახის წევრებთან ერთად გაერთეთ, ერთი
დღის "ჩავარდნით" სახლი ყირაზე არ დადგება.

• თითქმის ყველა სახლში არის ისეთი კუთხე, თარო თუ მაგიდა, რომლებიც თითქოს იზიდავენ ზედმეტ ნივთებს და მათზე სულ უწესრიგობაა. ეს უბნები სულ უნდა აკონტროლოთ და არ დაუშვათ მათზე "ხარახურის" დაგროვება. აღმოაჩინეთ და გაანეიტრალეთ "ხარახურის" უბნები. რამდენიმე დღეში ოჯახის წევრებიც შეეჩვევიან და უფრო ადვილად აღადგენთ წესრიგს.

• სახლის საათი

კვირაში ერთხელ სახლს ერთი საათი დაუთმეთ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სახლს მიხედეთ - მოწმინდეთ იატაკები, შეცვალეთ თეთრეული, მოაწესრიგეთ სამზარეულო. თუ ამ ერთ საათს რაციონალურად გამოიყენებთ, საკმაოდ ბევრს მოასწრებთ.
ამ რეჟიმით თუ მიხედავთ სახლს, გაგიკვირდებათ და დასალაგებელი ბევრი აღარაფერი გექნებათ. 2-3 კვირაში საოცარ შედეგს მიიღებთ. შეიძლება თქვათ, რომ დალაგებაზე სასიამოვნო საქმე სახლში არ გაქვთ.
16661
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
ლ.გ.
0
15 წუთი კი არა, ყოველ დღე ორი საათი ვალაგებ სახლს და "უბორკა მაინც სჭირდება".
12:23 / 01-02-2015
Eka
0
აქ ერთერთი დიასახლისის ჩივილი წავიკითხე, ერთერთ უმთავრეს პრობლემად ზურგის ტკივილს ასახელებს... ამ კონკრეტულ პიროვნებას არ ვიცი რა სახის ტკივილები და პრობლემა აქვს, მაგრამ ქალების უმრავლესობის პრობლემაა წელის და ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით გაუსაძლისია როცა საათებს ფეხზე ატარებ საოჯახო საქმეებში ჩაფლული ... ეს პრობლემა სამუდამოდ და გასაოცარი ეფექტით გაქრება თუ ივარჯიშებთ იოგას, თუნდაც სულ დამწყების დონეზე. რამდენი საათიც არ უნდა გაატაროთ სამზარეულოში და აბაზანაში დაღლას ვერ იგრძნობთ!!! ტკივილს მით უმეტეს .ზუსტად ვიცი :)
15:01 / 30-01-2015
0
:D ქალს ვეთანხმები.როცა ყველაფერი შენი გასაკეთებელია საჭმელი,სარეცხი,ჭურჭელი,აყრილი სახლი,სამსახური,:D ზურგის,კისრის,ხელების ტკივილი და კიდევ რა ვიცი 15 წუთი კი არა 24 საათიც არ გკმარა.
02:23 / 25-01-2015
ქეთი
0
სახლსაც გააჩნია,მეცინება ამას რომ ვკითხულობ
05:12 / 24-01-2015
Nanu
0
ეჰ, არ შველის ეგ მარტო 15 წუთი... გაცილებით მეტი დრო უნდა... აქ რა ტკბილად წერია :)
22:59 / 23-01-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?