10 რამ, რასაც, რომ შეეძლოს, თქვენი ქმრის საყვარელი გეტყოდათ...
10 რამ, რასაც, რომ შეეძლოს, თქვენი ქმრის საყვარელი გეტყოდათ...
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები ცოლებს ღალატობენ, ეს შეიძლება იყოს "გაგულავება" ერთი ღამით ან სტაბილურად ერთი და იგივე ქალთან სიარული. ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 მოსაზრებას, რომელსაც თქვენი ქმრის საყვარელი გაგიზიარებდათ, საშუალება რომ ჰქონდეს. ამის გაგება ყველაზე მეტად იმ ქალებს გამოადგებათ, რომელთა ქმრები მართლა "დადიან". იქნებ, საყვარლის აზრებმა მათზე გამოფხიზლებასავით იმოქმედოს და შეცვალონ გარკვეული სტრატეგიები.

1. კაცის ბუნება ვერ ითავსებს მონოგამიის ცნებას, ასე რომ, ძალიან იშვიათად კმაყოფილდება ერთი ქალით.

მამაკაცის უპირველესი ღირსება ოჯახია, მან ცოლის პოზიციისთვის შენ აგირჩია და არა მე,
აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ შენ უფრო სერიოზულად აღგიქვამს, ვიდრე მე. მიუხედავად ამისა, ნუ დაგავიწყდება, რომ სერიოზულ მამაკაცსაც მოსწონს თავზეხელაღებული ნაბიჯების გადადგმა. შენ მისი შვილების დედა და ოჯახის ბურჯი ხარ, მაგრამ დროის გატარებას მაინც ჩემთან ამჯობინებს. მას უჭირს ერთ ქალში თავი მოუყაროს ყველა იმ თვისებას, რაც მისი ბედნიერებისთვისაა საჭირო. აგრეთვე, ყველა კაცი დაბადებიდანვე ბიოლოგიურად მონადირეა და არასდროს დასჯერდება ერთ ქალს. შეეგუე იმას, რომ არ იქნება შენი ერთგული.

2. შენი მეუღლის გადმოსახედიდან, თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულ სტადიაში გადავიდა

შეიძლება შენ ჯერ კიდევ იტყუებ თავს, რომ ქმარი შენთან ვნებით კავდება სექსით. თუ სიცრუეში ცხოვრება შენთვის
კომფორტულია, შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე არ გაახილო თვალები, მაგრამ თუ ეს მიამიტობით მოგდის, მე ვალდებულიც კი ვარ, რომ რეალობა დაგანხვო, შენ და შენ ქმარს "მეგობრული სექსი" გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს ( და ამას ჩემთან არ მალავს).

3. შენს ქმარს, როგორც იტყვიან, "ჩიჩიაც უნდა და ბაბაც"!

შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია და, ვინაიდან შენ ხელს უწყობ, გამოსდის კიდეც.

4. შენი ქმარი თავისი ფინანსების უდიდეს ნაწილს მე მახარჯებს!

იმის მიუხედავად, რომ შენგან განსხვავებით, მისთვის სანდო და გრძელვადიანი ინვესტიცია არ ვარ, ფინანსების უდიდეს ნაწილს მაინც მე მახარჯებს. როგორ გგონია, არასდროს იღებს პრემიას? ან თუ იღებს, ასეთ დაბალ თანხას? რატომ დადის ხშირად მივლინებებში? გჯერა, რომ მარტოა? რატომ არასდროს ჰყოფნის ფული ოჯახის პრობლემების მოგვარებისა და შენი სურვილების ასრულებსითვის?

5. შენი მეუღლის მესაიდუმლე ვარ!

შეუძლებელია ვერ გრძნობდე, რომ გაუცხოვდა, თქვენ შორის უშველებელი უფსკრული წარმოიშვა... ეგ უფსკრული მე ვარ! ყველაფერს მე მიყვება. ნუ გგონია, რომ მხოლოდ სექსი გვაქვს.
გაგრძელება
6869
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
Tfu aset qalebs da mogalate kacebsac
00:55 / 20-10-2015
მარია
0
იყავი შრნი ქმრისთვიდ ისეთი როგორიც უნდა დაუკმაყოფილე ფწნტაზიები და არ მოძებნის სხვას
19:32 / 05-04-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი