”სამჯერ ვიყავი შეყვარებული” - ყველაზე ცნობილი დედამთილის გულახდილი ინტერვიუ
”სამჯერ ვიყავი შეყვარებული” - ყველაზე ცნობილი დედამთილის გულახდილი ინტერვიუ
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მსახიობი, ბიზნესმენი და პოლიტიკური ფიგურა ასმათ ტყაბლაძე. ქალბატონი ასმათის აზრით, უსიყვარულობისთვის მხოლოდ ნარცისები ან სოციოპათები არიან განწირული.

- დედა და ბებია რას გასწავლიდნენ?
- ხალხის სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას. მე არ მივესალმები ეგოცენტრიზმს, მიმაჩნია, რომ ადამიანი მოყვასის სიყვარულისა და სხვისი დახმარებისთვისაა გაჩენილი. ბებო მე და ლალის ხშირად გვიმეორებდა: ''სტუმარი რომ მოვა, აუცილებლად გამოუტანეთ ყველა ის კერძი, რაც გაქვთ. თუ ოჯახში საჭმელი არ მოიძებნება, წყალი შესთავაზეთ. იქნებ, სწყუროდეს?"
ჩემს ოჯახში არაჩვეულებრივ ხინკალს აკეთებდნენ, მათი ფუსფუსისას მეც ამიტაცებ
და სურვილი და ვერთვებოდი საქმეში. თეატრში რომ მივედი, სოფიკო ჭიაურელმა მკითხა, ხინკლის კეთება თუ იციო, კი-მეთქი, თუმცა დამოუკიდებლად არასდროს გამიკეთებია. მთხოვა, გამასინჯე შენი მომზადებული ხინკალიო. სიტყვებს უკან ხომ არ წავიღებდი? ვცადე და ძალიან გემრიელი გამომივიდა.

- ხალხს უყვარხართ. როგორ გაგრძნობინებენ ამას?
- ერთხელ მითხრეს: როგორც სესილიამ გვაჩვენა ბებიის სახე, შენც ისე დაგვანახვე დედამთილის სახეო. ძალიან გამიხარდა ამ სიტყვების მოსმენა. სიამოვნებით გავაგრძელებდი ფილმებში თამაშს.

- რამდენჯერ ყოფილხართ შეყვარებული?
- დავიწყებ იქიდან, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ცხოვრება ისე განვლოს, რომ ერთხელ მაინც არ შეუყვარდეს ვინმე. უსიყვარულოდ ცხოვრობენ ნარცისები ან სოციოპათები. მე სამჯერ მიყვარდა. განა იმიტომ, რომ მამაკაცების ცვლა მიყვარს, უბრალოდ, მეგონა,
ჩემს სიყვარულს იმსახურებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მწარედ შევცდი. ჩემს გრძნობებს ახალგაზრდულ გამოუცდელობას მივაწერ, ემოციებსა და რომანტიკას ვიყავი აყოლილი. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, გატაცებასა და ნამდვილ სიყვარულს ერთმანეთისგან მხოლოდ მაშინ არჩევ, როდესაც მამაკაცს წარსულში ტოვებ.

- როგორ ფიქრობთ, ხშირ შემთხვევაში ცოლიანი მამაკაცები რატომ გეტრფოდნენ?
- მე ის პერიოდი გავაცდინე, როდესაც ჩემი თაობის მამაკაცები უცოლონი იყვნენ. ბიჭებს ძმებად აღვიქვამდი და არა კაცებად. მერე გავაცნობიერე, რომ ჩემ ირგვლივ ყველა დაოჯახდა. ჩემი თაყვანისმცემლები ცოლიან კაცებად გადაიქცნენ.

- შეიძლება, მამაკაცს ორი ქალი ერთდროულად უყვარდეს?
- კი. მე ვიცნობ მასეთ კაცებს, თუმცა უფრო ხშირია, როდესაც მამაკაცს ცოლისადმი სიყვარული განელებული აქვს, მაგრამ ოჯახს აფასებს და არ ანგრევს. სამაგიეროდ, მას საყვარელი ჰყავს. არაკანონიერ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, მალავს. თუ საყვარელი ცოლს რეკვასა და ნერვების აშლას არ დაუწყებს, კაცს ღმერთმა შეარგოს მასეთი რომანი. ერთხელ მეგრელს ჰკითხეს, საყვარელი უფრო ტკბილია თუ ცოლიო, მან კი მიუგო, პასუხი სახელწოდებაშიაო.

- როგორია ქალის ცხოვრება მამაკაცის თანადგომის გარეშე?
- მე იმდენად ძლიერი ვარ, რომ კაცის დანაკლისს ვერ ვგრძნობ, ვერც შევეგუებოდი, რომ ვინმეს დირექტივებით მეცხოვრა, ან სხვისი მფარველობის ქვეშ ვყოფილიყავი.
გაგრძელება

3256
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია