სხვა ქალებზე წინ ხართ იმით, რომ გარკვეული გამოცდილება დაგიგროვდათ ლამაზი, მეოჯახე, ხასიათი ოქროსი, პირადი ცხოვრება კი ისევ აუწყობელი აქვს. თითქოს თვალი ეცა. გამოკითხვა გვაჩვენებს,რომ მამაკაცებს მოსწონთ შვილიანი ქალები. ეს ფაქტორი ქალს ხდის უფრო რომანტიკულს და ქალურს. მაშ რა უშლის ხელს გათხოვებას? თუ 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვერ გიპოვიათ მეორე ნახევარი, მაშინ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიზეზი გექნებათ. იპოვეთ და აღმოფხვერით იგი!
1. ვერ ივიწყებთ ყოფილს. უნდა შეხვდეთ ყოფილ ქმარს და დარწმუნდეთ, რომ არაფერ განსაკუთრებულს იგი არ წარმოადგენს. ან შეურიგდეთ, ან სრულიად გაწყვიტოთ მასთან კავშირი და ახალი ცხოვრება დაიწყოთ.
2. არ იცით, რა გინდათ. გინდათ ურთიერთობა - მაგრამ როგორი? ოჯახი? მეგობრობა, რომანტიკული პაემნები? თუ ყველაფერი ერთად? გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში, რა გინდათ კონკრეტულად.
3. თუ გაქვთ მოთხოვნების კონკრეტული ჩამონათვალი (ხელფასი, სიმაღლე არა უმეტეს..., მანქანა, ბინა...), მაშინ ყველაფერმა ამან შეიძლება ხელი შეგიშალოთ. საჭიროა მეტი სპონტანურობა!
4. გეშინიათ, რომ მიეჩვევით, შეგიყვარდებათ, მერე კი აღმოჩნდება, რომ უნდა დაშორდეთ. ეს ხომ მტკივნეულია! ყველაფერს ვერ გათვლით. შეიძლება დაშორდეთ, შეიძლება -არა. თუ არ სცდით, ვერც გაიგებთ.
5. არ ხართ მზად? ნუ იფიქრებთ დახარჯულ დროზე. მიიღეთ სიამოვნება ფლირტისგან.
6. გეშინიათ თავმოყვარეობის შელახვის? რომ არ მოეწონოთ? ჩათვალოს, რომ არ ხართ მომხიბვლელი? ყველას ვერ მოეწონებით. ანჯელინა ჯოლიც კი არ ჯდება ყველას გემოვნებაში, ბევრი მამაკაცი მას ულამაზოდ თვლის. მოძებნეთ მამაკაცი, რომელსაც თქვენი ტიპაჟი მოსწონს.
7. სიყვარულზე ხართ ჩაციკლული თუ პაემანზე მიდიხარ იმ გრძნობით, რომ ის პირველი და უკანასკნელია, ყოველ მამაკაცში პოტენციურ ქმარს ხედავთ? არაფერი გამოგივათ. შეხვდით 2-3 თაყვანისმცემელს და როცა დამშვიდდებით, იპოვით იმ ერთადერთს!
რაც მთავარია, იფიქრეთ იმაზე, რომ საკუთარი თავი სამუდამოდ არ უნდა დაივიწყოთ, რაკი ერთხელ არ გაგიმართლათ. და კიდევ - სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, დაფიქრდით იმაზე, იგივე შეცდომა არ დაუშვათ - სხვა ქალებზე წინ ხართ იმით, რომ გარკვეული გამოცდილება დაგიგროვდათ, რის შემდეგაც უკვე ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ გვერდით.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: 5 მიზეზი, რის გამოც მამაკაცს შვილიანი ქალი მოჰყავს ცოლად