რატომ იყო უკეთესი დრო, როცა ჩვენი დედები პამპერსებისა და სარეცხის მანქანის გარეშე ზრდიდნენ ბავშვებს
რატომ იყო უკეთესი დრო, როცა ჩვენი დედები პამპერსებისა და სარეცხის მანქანის გარეშე ზრდიდნენ ბავშვებს
ჩვენს საიტზე განთავსებულ ამ ძველებურ ფოტოს წარწერით: "ყოჩაღ ჩვენს დედებს! მათ გაგვზარდეს პამპერსების, სარეცხის მანქანის, მიკროტალღური ღუმელის და სხვა კომფორტის გარეშე!" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მშობლებისგან – ახლებისა და ძველებისგან. დედები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად უკომფორტობისა და ბევრი სხვა პრობლემისა, დედობა მაშინ მაინც უფრო მშვიდი და ბედნიერი იყო. რამდენიმე მათგანის კომენტარის მიხედვით ამაში დარწმუნდებით.

"სამაგიეროდ მაშინ ამდენი სტრესი არ იყო, ყველას ჰქონდა სტაბილური და მუდმივი სამსახური და ხელფასი, არავინ არსად არ
ჩქარობდა და საათობით სვამდნენ ჩაის და მურაბის რეცეპტებზე საუბრობდნენ. არ ჰქონდათ შიში ხვალინდელი დღის და ბავშვებს გენმოდიფიცირებული პროდუქტით არ წამლავდნენ... ოჯახებიდან არავის ჰქონდა საზღვარგარეთ გაქცევის საჭიროება და ბედნიერება იყო, რომ ბავშვებს საკუთარი დედები ზრდიდნენ, თუნდაც პამპერსების გარეშე!!!"
ნათია

"სარეცხის მანქანას ვერ ხმარობდი დენი არ იყო, სარეცხს შეშაზე ხარშავდი უგაზობის გამო, საფენებს ნახშირის უთოთი აუთოვებდი, პურის ცომს ხაშით ზელდი და მაინც იცლიდი ფინჯან ყავაზე მეზობლის პრობლემის მოსასმენად. ახლა?"
დარი

"და რაც მთავარია, ის გავიწყდებათ, რომ არ იყო მობილური ტელეფონები, რითაც ახლანდენი დედები არიან დაკავებულები და ჩვენს ბავშვებს ამდენი ტანსაცმელი არ ჰქონდათ, ამიტომ დროზე უნდა გაგვერეცხა და გაგვეშრო, თორემ ოჯახზე საფიქრალი არც მაშინ გვაკლდა, უბრალოდ
მოთხოვნილება იყო ნაკლები".
გალინა

"უწინ ამდენი პრობლემა არ ყოფილა.... ოღონდ მატერიალური, თორემ დღევანდელი დედები როგორ შეედრებიან მაშინდელს.... დღეს იმდენი კომფორტია, როგორ შეიძლება დაიწუწუნო ადამიანმა, მაგრამ რაც უფრო მეტი გვაქვს, მეტი გვინდა ყოველთვის... ახლა რომ შეხვალთ მარკეტში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.... ჩვენ ღამეს თუ არ გავათენებდით რძის რიგში, ვინ მოგვართმევდა სახლში... და მარტო პამპერსი რად ღირს... და მანქანაზე აღარაფერს ვამბობ, ერთი ქალია ოჯახში..."
ხათუნა

"მართალია, ახლა კომფორტი და ყველანაირი პირობები გვაქვს (რასაკვირველია, არ ვგულისხმობ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთათვისაც, სამწუხაროდ, დრო არ შეცვლილა ამ მხრივ), მაგრამ არ გვაქვს მთავარი – დედობრივი სიმშვიდე. ახლა გარემო დაბინძურებულია, პროდუქტი არ ვარგა, ბავშვებს უამრავი საცდური აქვთ, ათასნაირი უბედური ვირუსია გავრცელებული (არც ესენი იყო ადრე ასე მომრავლებული), დედები საშოვარზე არიან გასული და გაცილებით მეტი სადარდებელი და საფიქრალი აქვთ, ვიდრე ძველებს. ახლა დედობა ათმაგად უფრო რთული და სტრესულია, დამეთანხმეთ".
ლიკა

და კიდევ ერთი ფოტო, ძველი დროების აღსანიშნავი:
mshoblebi
ადრე ბავშვებს ბაღში ასე პატარებსაც იღებდნენ, ექვსი თვიდან. ეს 1966 წელს გადაღებული ფოტოა. იყო დრო, როცა უმუშევრობა კანონით ისჯებოდა და ყველა მუშაობდა, დედებსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ასე პაწაწუნები მიჰყავდათ ბაღში. რამდენი მეძუძური დედა ბავშვს ბაღში აკითხავდა შესვენებაზე (განსაკუთრებით ომიანობის შემდეგ წლებში),  ძუძუს აჭმევდა და ისევ სამსახურში გარბოდა.
დედობას ყველა დროში ახლავს თავისი სირთულეები, თუმცა ის მაინც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ქალმა შეიძლება გამოსცადოს...
14942
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
..
0
ესე იგი სარეცხის მანქანაში და პამპერსში კი არ ყოფილა ბედნიერება; ბედნიერებაა წრფელი ადამიანური ურთიერთობები .აი რას მისტირის ხალხი არავინ მისტირის ხელით რეცხვას და მარლის საფენებს!
15:25 / 14-07-2019
ნნ
13
სჯობს ვიფიქროთ წინსვლაზე, როგორ გავასუფთავოთ ჰაერი, ეკოლოგია, საკვებიმ, წყალი ა.შ ... კომუნისტური გადმონაშთი ხალხის აზრი აღარ გვინდა.
13:56 / 22-04-2019
მსგავსი სიახლეები
```