მრავალშვილიან დედებს უფრო ხშირად აწუხებთ გულის პრობლემები
მრავალშვილიან დედებს უფრო ხშირად აწუხებთ გულის პრობლემები
ამერიკელმა მეცნიერებმა პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს ბავშვების რაოდენობასა და ქალის გულის დაავადებებს შორის. გულსისხლძარღვთა დაავადებები ორჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ მრავალშვილიან დედებს.
კვლევაში ათასზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საშუალო ასაკი 45 წელი იყო. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ოთხ და მეტშვილიან დედებს გაცილებით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიები. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ მესამე მშობიარობის შემდეგ მკვეთრად იზრდება არტერიის გასქელებისა და გამყარების რისკი. ხოლო რაკი ორსულობის პერიოდში გულსა და სისხლძარღვებზე დატვირთვა მკვეთრად მატულობს, შემთხვევების ნახევარი გულის ქრონიკულ დაავადებებამდე მიდის.
მედიკოსები, კვლევების შედეგებიდან გამომდინარე,
ქალებს მოუწოდებენ, ყოველი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მაქსიმალურად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ბევრი ქალი მეორე მშობიარობის შემდეგ ორსულობებზე თითქოს ნაკლებ ფხიზლად არის, "მიჩვეულია" ამ მდგომარეობას და არ მიიჩნევს საჭიროდ ექიმებთან ხშირ ვიზიტს, საკუთარი "გამოცდილების" იმედი აქვს. თუმცა ასე არამც და არამც არ შეიძლება: ყველა ორსულობა და მშობიარობა ქალისთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს რისკები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ექიმები გვირჩევენ, გააჩინეთ ბევრი შვილი, ოღონდ საკუთარი ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ - ბავშვებს ჯანმრთელი დედა სჭირდებათ.

1564
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია