რატომღაც ცოლების ავკარგიანობას უფრო ხშირად განიხილავენ, ვიდრე ქმრებისას რატომღაც ცოლების ავკარგიანობას უფრო ხშირად განიხილავენ, ვიდრე ქმრებისას. ოჯახში ქალის როლზეც აღიარებული შეხედულება არსებობს. სხვადასხვა ვითარებაში, ბუნებრივია, ყველა ცოლს სხვადასხვა სახის ქცევა ახასიათებს, თუმცა არსებობს საერთო ტენდენციები და აქედან ერთ-ერთისკენ უფრო ხშირად ვიხრებით. გაეცანით ქვემოთ მოცემულ ცოლების კატეგორიებს. რომელიმე მათგანში აუცილებლად დაინახავთ თქვენს თვისებებს.
ცოლი - ქალბატონი
თავი ისე უჭირავს, როგორც ხელმძღვანელს. მბრძანებლობს და მართვის სადავეებს ფლობს. ღრმად სწამს, რომ ოჯახში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როცა მას სურს, რომ ოჯახის წევრები მას უნდა ემორჩილებოდნენ.
დიასახლისული ფუსფუსი მისი სტილი არ არის, სახლი არეული აქვს. სახლში ჭამაც კი არ უნდა - რესტორანში ურჩევნია.
ზარმაცია, დიდ დროს უთმობს საკუთარ თავს და იმას აკეთებს, რაც თავად სიამოვნებს.
სამაგიეროდ სხვების განსჯა უყვარს და შენიშვნების მიცემაც ეხერხება. განსაკუთრებით შევიწროვებული ჰყავს ქმარი. სულ ეწუწუნება და მისით უკმაყოფილოა. მის გვერდით ვერვერთი კაცი წარმატებას ვერ მიაღწევს.
ცოლი - ქურდი
მხარში არ უდგას ქმარს და მისი იდეები სისულელედ მიაჩნია. არ აფასებს მის სამსახურს, გატაცებებს, საქმეებს. მუდმივად აკრიტიკებს ქმარს შემდეგი მოტივით: უნდა ის, რაც მეზობელს აქვს. სულ ვიღაცას ეჯიბრება და ქმარს სხვის ქმრებს ადარებს.
ასეთ ცოლს უყვარს საჯაროდ ქმრისთვის პრეტენზიების წაყენება. ამით სხვებს აჩვენებს, როგორ ემორჩილება მეუღლე. ქმარს ის უნდა ეცვას, რაც მას მოსწონს, ისე უნდა საუბრობდეს, როგორც მას მიაჩნია სწორად. ერთი სიტყვით, კორექტივები შეაქვს ქმრის ინდივიდუალობაში. სამზარეულოშიც ისეთ საკვებს ამზადებს, რაც თავად უყვარს. სულ არ აინტერესებს, ქმარი შეჭამს თუ არა.
არასოდეს ჰყოფნის ფული, მაინც ბოლო გროშამდე დახარჯავს, თანაც აუცილებლად საკუთარი სურვილების მიხედვით. ქმარს ფული რად უნდა - რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს.
ცოლი - დედა
ეს ნეიტრალური ურთიერთობებია, მამაკაცს არც ხელს უშლის, მაგრამ არც წინსვლაში ეხმარება. ასეთი ცოლი მუდამ ზრუნავს ქმარზე, კვებავს, აცმევს, უვლის, მაგრამ ეს ყველაფერი დედობრივი პოზიციიდან მომდინარეობს. "კაშნე რატომ არ გაიკეთე?", "უფროსს დაურეკე?", "ეგ პერანგი აღარ ჩაიცვა" და ა. შ.
კაცს ისე ექცევა, როგორც უსუსურ არსებას, თითქოს ის თავად ვერც ვერაფერს მოიფიქრებს, ვერც ბავშვს მიხედავს და ვერც პროდუქტებს შეარჩევს ოჯახისთვის. ქმარი უყვარს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის გარეშე ოჯახი დაიღუპება. ასეთი ცოლი ნამდვილი ოჯახის ბურჯია, შემოსავალიც შემოაქვს, ეკონომიასაც ეწევა და ბავშვების მოვლასაც კარგად ახერხებს.
სამწუხაროდ, გადაწყვეტილებებსაც მხოლოდ თვითონ იღებს. ქმარი მისთვის, უბრალოდ, უფროსი შვილია, რომელსაც მეტი კონტროლი და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს არ მოსწონს, მაგრამ თავისდაუნებურად კიდევ უფრო ხელს უწყობს ამაში.
ცოლი - უმცროსი დაიკო
ამ ურთიერთობებში დიდი სითბო და აღფრთოვანებაა. ქმარი უფროსი ძმასავით არის - ძლიერია, ჭკვიანი და ძალიან საყვარელი.
სამაგოეროდ, ცოლი ქმარს თავის ნამდვილ სურვილებს ვერასოდეს უმხელს. მზადაა, საათობით უსმინოს ქმარს, მაგრამ თავისი გრძნობების გამოხატვას თითქოს ვერ ბედავს, ერიდება. ქმარს პატივს სცემს, აღფრთოვანებულია მისით.
ეს არ არის ოჯახური თანასწორობა და ასეთი ქმრები ყველაზე ხშირად ხდებიან მოღალატეები.
ცოლი- მეგობარი
ქორწინებისთვის შესანიშნავი დასაწყისია. მეგობრობა ყოველთვის ამართლებს ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებაში.
აქ ერთმანეთზეც ზრუნავენ, ერთმანეთისთვის ბევრ რამეს ითმენენ და ძალიან გულწრფელები არიან. შეიძლება იჩხუბონ და განაწყენდნენ, მაგრამ მეგობრები ყოველთვის იპოვიან პატიებისა და შერიგების ძალას.
ალბათ ამ ურთიერთობებიდან რომელიმე შტრიხი გეცნოთ. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი თქვენს ურთიერთობას და რაც უფრო ხშირად ჩაურღმავდებით ამ დეტალებს, მითუფრო დიდი სანსი გაქვთ, რომ მთელი ცხოვრება ჰარმონიულად გაატაროთ მეუღლის გვერდით.