ტანდაბალი ქალების 10 უპირატესობა
ტანდაბალი ქალების 10 უპირატესობა
თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ-ზე ნაკლებია, ალბათ, ხშირად უჩივით ბედს, რომ მეტი სიმაღლე არ გარგუნათ. მაგრამ მოდი, დაფიქრდით კიდევ ერთხელ: ნუთუ ეს ასეთი ცუდია?
ჩვენ შეგვიძლია დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი ცხოვრება ახლა ნამდვილად ბევრად უკეთესია, ვიდრე იქნებოდა მაშინ, 20 სმ-ით მაღალი რომ ყოფილიყავით.

1. დაბალი გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მამაკაცებში.
ეს დამტკიცდა ერთი ბრიტანული კვლევის მიხედვით, რომელშიც 151 სმ-დან 158 სანტიმეტრამდე სიმაღლის 10 000 ქალი მონაწილეობდა. სტატისტიკის მიხედვით, ისინი უფრო ადვილად
(ვიდრე მაღალი ქალბატონები) თხოვდებიან, ხდებიან 40 წლამდე დედები და საერთოდაც, კმაყოფილები არიან საკუთარი პირადი ცხოვრებით.

2. ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია დავიძინოთ მატარებელში ან თვითმფრინავში, ვიდრე მაღლებს.
ნამდვილად: ნაკლებია სიმაღლე – ნაკლებია პრობლემები. ამაში დაგვეთანხმება ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უფრენია 2 საათზე მეტხანს, ან უმგზავრია ღამის მატარებლით.

3. ჩვენ შეგვიძლია ბავშვების მაღაზიაშიც შევიძინოთ ტანსაცმელი.
ასე მშვენიერი ეკონომია გამოგვდის.

4. ჩვენ ძალიან ცოტა შანსი გვაქვს, შევიყვაროთ ბიჭი, რომელიც ჩვენზე დაბალია.
სუფთა სტატისტიკურია.

5. ჩვენთვის უფრო მარტივია სახლის დალაგება.
ჩვენთვის დახრა, კიბეზე ასვლა და ასე შემდეგ უფრო მარტივია, ვიდრე მაღალი ქალისთვის.

გაგრძელება
3244
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?