"წესრიგი სათამაშოებშია" დედები სოციალური ქსელით ხშირად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. ამჯერად 6 შვილის დედის მიერ შემოთავაზებულ რჩევებს წარმოგიდგენთ. ასეთი გამოცდილების პატრონისთვის ნამდვილად ღირს მოსმენა.
1. წესრიგი. წესრიგი სათამაშოებშია. თუ სათამაშოები მოწესრიგებულად თავ-თავის ყუთებში დევს, მათი მილაგება ბევრად უფრო ადვილი იქნება. ასე ბავშვსაც გაუადვილდება მილაგება, რადგან ზუსტად ეცოდინება, სად რა დააბინავოს. მითუმეტეს, როცა ხედავს, რომ დედა სისტემატურად ერთსა და იმავე ადგილზე ინახავს ნივთებს, ისიც თქვენ მოგბაძავთ.
2. მინიმუმამდე დაიყვანეთ სათამაშოები და წვრილმანი ნივთები. ბავშვებს ბევრი სათამაშო ნამდვილად არ სჭირდებათ. ცოტა და მარტივი სათამაშო უფრო უვითარებთ ფანტაზიას. თუმცა რაც აქვს, იმით თამაში უნდა იცოდეს და მოსწონდეს. არც ბევრი ტანსაცმელი სჭირდება. მთავარია პრაქტიკული და მოხერხებული იყოს.
3. რეჟიმი. გათვალეთ მთელი კვირის მენიუ, დიდი მარაგი საყინულეში, საკვების მომზადებასა და სახლის დალაგებაში შვილების სისტემატური ჩართვა ბევრად გაგიმარტივებთ ცხოვრებას. ასევე დღის რეჟიმი. ნუ უცდით, როდის დაიზრდებიან. თავისი შესაფერისი საქმის გაკეთება 2 წლის ბავშვსაც შეუძლია.
4. "საინტერესო ხარახურა" - შემოქმედებისთვის განკუთვნილი ნივტები - საღებავები, წებო, მაკრატელი, საქარგავი - ეს ყველაფერი ბავშვს სჭირდება, მაგრამ აუცილებლად მისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. მხოლოდ თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყენედეს ამ ნივთებს, ამიტომ ჯობია დამოუკიდებლავ ვერც მიაგნოს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალი და არეულობა გარანტირებული გაქვთ.
5. უფროსი შვილები, ქმარი და ფრაზა: "დამეხმარეთ და მეც დაგეხმარებით". აიძულეთ თქვენი თავი, რომ ქმარ-შვილს მნიშვნელოვანი ამოცანები ანდოთ. მაგალითად, პროდუქტების შეძენა, აფთიაქში გაგზავნა, ბავშვის პოლიკლინიკაში წაყვანა. დაიჯერეთ, საქმე მათაც გამოუვათ.
6. კომფორტისთვის უნდა იბრძოლოთ - სარეცხის მანქანა, ბლენდერი, ელექტროსაკეპი, მრავალფუქციური ღუმელი, კომფორტული მაცივარი თუ წვენსაწური დედას ყველაზე ერთგული მოკავშირეა.
7. გასეირნება. ერთად ყოფნის საუკეთესო წუთებია. გამოიყენეთ ეს დრო - დააკვირდით ლამაზ ყვავილებს, ხეებს, მწერებს, ღრუბლებს, სხვა ბავშვებს... რაც უფრო დიდხანს გრძელდება სეირნობა, მით მეტი ენერგია გამოთავისუფლდება და მეტი წესრიგიც იქნება სახლში.