დედების სალონიდიასახლისები
მიიღეთ საკუთარი სხეული, როგორიც არის – შთამბეჭდავი ფოტოსესია
მიიღეთ საკუთარი სხეული, როგორიც არის – შთამბეჭდავი ფოტოსესია
- რატომ უღებთ ფოტოს დედაჩემს? – მკითხა პატარა ბიჭმა ფოტოგადაღების დროს.
- იმიტომ, რომ გვინდა, მისი ამბავი სხვა დედებს გავუზიაროთ და ვასწავლოთ, მიიღონ საკუთარი სილამაზე ისეთი, როგორიც არის, - ვუპასუხე.
- კი, მაგრამ დედას არ მიაჩნია თავი ლამაზი! – შემედავა ბავშვი.
- ჰოდა, ამიტომაც ვუღებ ფოტოს. ჩვენ მას სიმართლე უნდა ვაჩვენოთ.

mshoblebi

ამერიკელი ფოტოგრაფის ჯეიდ ბილის პროექტი "მშვენიერი სხეული" ეძღვნება ქალებს მშობიარობის შემდეგ. ყველაფერი მისი ორსულობიდან დაიწყო, რომლის დროსაც 23 კილოგრამი "აკრიფა" და მშობიარობის შემდეგ გაუჭირდა უწინდელ ფორმებთან დაბრუნება.

mshoblebi

- თავიდან,
როცა პროექტზე დავიწყე მუშაობა, არც მეგონა, რა მასშტაბებს მიიღებდა. რამდენიმე ავტოპორტრეტი გადავიღე ჩემს 5 თვის ვაჟთან ერთად და ბლოგზე დავდე, სადაც ვწერდი, როგორ შეიცვალა ჩემის სხეული მშობიარობის შემდეგ. უამრავი წერილი მომივიდა – ყველას სურდა თავისი ამბის გაზიარება. მაშინ მივხვდი, რომ მათზეც უნდა მომეყოლა სწორედ ფოტოებით, და დავხმარებოდი.

mshoblebi
პროექტის პირველი ფოტო 24 წლის მოცეკვავეს ეკუთვნის. ის ყოველთვის მალავდა მუცელს, რადგან არ სურდა ვინმეს გაეგო, როგორია მისი სხეული ტანსაცმლის შიგნით. ფოტოზე ის თავის ორ შვილთან ერთადაა. როცა ეს ფოტო "ფეისბუქზე" ატვირთა, ასობით ქალმა მისწერა ჯეიდს, მადლობას უხდიდნენ, რომ გაბედა და უჩვენა სხეული, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორიც მათ აქვთ.

mshoblebi
ბევრმა სთხოვა მსგავსი ფოტოსესიების ჩატარება და ასე შეივსო პროექტი
სხვადასხვა დედა-შვილის ამაღელვებელი ფოტოებით.

mshoblebi



ბეჭდვა