რძალ-დედამთილი გამუდმებით კამათობდა და რძალმა გადაწყვიტა დედამთილის მოშორება...
რძალ-დედამთილი გამუდმებით კამათობდა და რძალმა გადაწყვიტა დედამთილის მოშორება...
რძალ-დედამთილი გამუდმებით კამათობდა და რძალმა გადაწყვიტა დედამთილის მოშორება. წავიდა მისანთან.
მისანმა ყურადღებით მოუსმინა და ბოთლით სითხე მისცა. თან დაარიგა, მის საჭმელში შეურიე, გამოზოგე, ნელ-ნელა მოიწამლება და მოკვდებაო. მაგრამ შენზე რამე რომ არ იეჭვონ, რაც შეიძლება მეტი ყურადღებით და სითბოთი მოექეციო. აღარაფერზე ედავო და ეკამათოო. სულ ტკბილად და თბილად ელაპარაკეო. წამალი რომ დამთავრდება მოდიო.

რძალი დათბა და დატკბა, ეფერა და ესიყვარულა დედამთილს, აღარც ეკამათებოდა და ყველაფერს მისი რჩევით აკეთებდა. დედამთილიც, ამის
შემხედვარე, ნელ-ნელა შეიცვალა და მთელი გულით შეიყვარა რძალი. ისიც ტკბილი და თბილი გახდა. ცივ ნიავს არ აკარებდა და შვილში აღარც არჩევდა.
სახლში სიყვარულმა, მყუდროებამ და უდიდესმა სიმშვიდემ დაისადგურა.
ერთ დღესაც გოგონამ დაავლო დაუმთავრებელ საწამლავს ხელი და მისანთან გაიქცა გულხეთქებით. მისვლისთანავე ვედრება დაუწყო, რომ მიეცა ისეთი წამალი, რომელიც მის საყვარელ დედამთილს დალეული საწამლავის ზიანისგან გამოასუფთავებდა. მისანმა კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, რომ ე.წ. საწამლავი ჩვეულებრივი სასმელი წყალი იყო და მის თვალწინ დალია დარჩენილი სითხე.
გოგონა მიხვდა მისნის სიბრძნეს და გახარებული დაბრუნდა სახლში.
P.S. რასაც დასთეს იმას მოიმკი.
25711
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ირინა
0
ნინი ცუდი მაზლებიც თუ არსებობდნენ არვიცოდი, მე ჩემი ყოფილი მაზლი როგორც ძმა დღემდე ისე მიყვარს
01:12 / 16-01-2018
ნინო
1
ყველა დედამთილი მული და მაზლი უნდა დაწყდეს ერთხელ რა საზიზღრობაა!!!
18:31 / 01-04-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?