"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"
"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"
ნინომ რომ შეიტყო, ქმარს საყვა­რელი ჰყავდა, ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა: "უკვე ვიცი, რომ არც საკუთარ თავს სცემ პატივს (ჩემს შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ!), ამიტომ­ გთხოვ, ბავშვებს ნუ დაუმახ­ინჯ­ებ ცხოვრებას. წადი, ვისთანაც გინდა, იცხოვრე, იზრუნე ბავშვებზე­ და ეცადე, აუხსნა, რაც მოხდა ჩვენ შორის".

ლევანმა სცადა, ქალი დაერწმუნებინა, შენთვის არ მიღალატიაო, მაგრამ როცა ქალმა მამხილებელი ფოტოები გაუგზავნა, კაცმა ბრძოლა შეწყვიტა. კადრებში მოალერსეთაგან კაცი ცოლს ღალატობ
და, ქალი კი ქმარს, თან ორივე ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ფოტოები ამძაფრებდა ეჭვს, რომ მათი რომანი კარგა ხნის წინ დაიწყო. ბავშვებმა ძალიან განიცადეს, მაგრამ დედას ამ თემაზე ვერ ელაპარაკებოდნენ - გული ეტკინებაო. უმცროსმა თორნიკემ მამას ჰკითხა, ხომ შეიძლება, ახლა ვინც გიყვ­არს, გადაგიყვარდეს და ისევ დედიკოსთან­ დაბრუნება მოგინდესო. დედა არ მომცემს ამის უფლებასო, იმართლა თავი მამამ.

ბავშვებმა ვერ გაბედეს დედასთან შუამდგომლობა, მაგრამ მამა წააქეზეს, იქნებ ისეთი რამ ჩაიდინო, მისი გული ისევ მოიგოო. იფიქრა კაცმა და სამსახური შეიცვალა,­ იმ გარემოს დაემშვიდობა, სადაც იმ ქალთან უწევდა შეხვედრა. ნინო კი ქმრის გარეშე ყოფნას ეჩვეოდა და არც უფიქრია ღალატის პატიება.

ნინო:
- მის შესახებ არაფერი მაინტ­ერესებდა, თუმცა, ცდილობდა ახლობლების საშუალებით გამეგო, როგორ ვუყვარვარ, რომ მე სამყაროში საუკეთესო
ქალი ვარ.

გაგრძელება
1614
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```