ნაძვის ხეზე უზარმაზარი კონვერტი ეკიდა და დიდი ასოებით ეწერა - "დედას" ნინომ რომ შეიტყო, ქმარს საყვარელი ჰყავდა, ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა: "უკვე ვიცი, რომ არც საკუთარ თავს სცემ პატივს (ჩემს შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ!), ამიტომ გთხოვ, ბავშვებს ნუ დაუმახინჯებ ცხოვრებას. წადი, ვისთანაც გინდა, იცხოვრე, იზრუნე ბავშვებზე და ეცადე, აუხსნა, რაც მოხდა ჩვენ შორის".
ლევანმა სცადა, ქალი დაერწმუნებინა, შენთვის არ მიღალატიაო, მაგრამ როცა ქალმა მამხილებელი ფოტოები გაუგზავნა, კაცმა ბრძოლა შეწყვიტა. კადრებში მოალერსეთაგან კაცი ცოლს ღალატობდა, ქალი კი ქმარს, თან ორივე ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ფოტოები ამძაფრებდა ეჭვს, რომ მათი რომანი კარგა ხნის წინ დაიწყო. ბავშვებმა ძალიან განიცადეს, მაგრამ დედას ამ თემაზე ვერ ელაპარაკებოდნენ - გული ეტკინებაო. უმცროსმა თორნიკემ მამას ჰკითხა, ხომ შეიძლება, ახლა ვინც გიყვარს, გადაგიყვარდეს და ისევ დედიკოსთან დაბრუნება მოგინდესო. დედა არ მომცემს ამის უფლებასო, იმართლა თავი მამამ.
ბავშვებმა ვერ გაბედეს დედასთან შუამდგომლობა, მაგრამ მამა წააქეზეს, იქნებ ისეთი რამ ჩაიდინო, მისი გული ისევ მოიგოო. იფიქრა კაცმა და სამსახური შეიცვალა, იმ გარემოს დაემშვიდობა, სადაც იმ ქალთან უწევდა შეხვედრა. ნინო კი ქმრის გარეშე ყოფნას ეჩვეოდა და არც უფიქრია ღალატის პატიება.
ნინო: - მის შესახებ არაფერი მაინტერესებდა, თუმცა, ცდილობდა ახლობლების საშუალებით გამეგო, როგორ ვუყვარვარ, რომ მე სამყაროში საუკეთესო ქალი ვარ.
გაგრძელება