"სარეცხის გორები, ჭუჭყიანი პამპერსებით სავსე ურნა, უამრავი საჭმელი, რომელიც უნდა მოამზადო, ბავშვების აქეთ-იქით ტარება და მსგავსი რამეები – ამ საოცარი დროის თითოეული წუთი ღირს ამად. ვასწრებ თუ არა ყველაფერს? სულაც არა. ვცდილობ? დიახ... მას მერე, რაც ჰევენი დაიბადა, იყო ერთი დღე მაინც, რომ ყველა ბავშვი ყოფილიყო

პირველი შვილი 20 წლისამ გააჩინა და მას მერე თითქმის ყოველ წელს თითოს აჩენდა. როცა პირველი შვილი გაუჩნდა, ქმრის ფოტოაპარატს დასწვდა და გადაიღო. ნახევარ წელიწადში თავისი ბიზნესი წამოიწყო. მას ინტერიერების პროექტირების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ეს გამოცდილება დაეცმარა ფოტოებში, საქმის წარმატებაში.

ალისა მღვდლის ოჯახიდან არის და ძალიან მორწმუნეა. ყველაფრისთვის, რაც მის ოჯახში ხდება, ღმერთს სწირავს მადლობას. ეს აძლევს ძალას სირთულეებთან ბრძოლაში. "დღის ბოლოს ჩემთვის ერთადერთია მთავარი: მიყვარდა? იყო ჩემი გული მისი გულის მსგავსი? დღის ბოლოს ამას აქვს მხოლოდ მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დილას ვგრძნობ ქმრისადმი, ჩემი შვილების მამისადმი სიყვარულს, ეს სიყვარული და ერთგულება მაძლევს ძალებს...".


რჩევა ალისასგან: "დარწმუნდით, რომ თქვენი ოცნებები თქვენს შესაძლებლობებს ემთხვევა, იყავით ის, ვინც ხართ და გახსოვდეთ, რომ ღმერთმა მოგცათ სიცოცხლე, რომ გაიხაროთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი ბედნიერება და წარმატება, ერთმანეთი შთავაგონოთ, ეს სასარგებლოა!"