ბედნიერი დედების 5 რჩევა - ბედნიერების "რეცეპტი"
ბედნიერი დედების 5 რჩევა - ბედნიერების "რეცეპტი"
რა სჭირდება დედას ბედნიერებისთვის? ჯანმრთელი შვილები, მოსიყვარულე მეუღლე და ოჯახის წევრები, კარგი მეგობრები და, რა თქმა უნდა, საკმარისი შემოსავალი. აი ის ფაქტორები, რომლებიც ქალს ნამდვილად აბედნიერებს. ასეთ დასკვნამდე დემოგრაფიის საკითხის შემსწავლელი ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. მათ საშუალო ასაკის - 45-55 წლის მანდილოსნები გამოიკვლიეს და დაასკვნეს, ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება ემოციური, სოციალური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მათ კითხვარების საშუალებით შეარჩიეს ქალები, რომლებსაც თავი ბედნიერ დედებად მიაჩნდათ. აი, ის 5 რჩევა, რომელსაც ბედნიერი დედები გვიზიარებენ:
1. ბავშვებთან სულიერადაც იყავით. მზრუნველობა მხოლოდ მოვლა, კვება და მყუდრო სახლი არ არის. ჩაუღრმავდით მის პრობლემებს, მის სულიერ სამყაროს. გამოყავით დღეში ნახევარი საათი მაინც (ამ დროს ბავშვთან უნდა იყოთ სხეულით, სულით, აზრებით), რათა ითამაშოთ შვილთან ერთად, გააღვიძოთ საკუთარ თავში ბავშვი. ამით არამარტო შვილებს გაახარებთ, თავადაც დადებითად დაიმუხტებით.

2. შეინარჩუნეთ, გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. მუდამ უნდა გქონდეთ დრო ერთმანეთისთვის, რათა ესაუბროთ, ჩაეხუტოთ. სექსს რუტინულ ვალდებულებად ნუ აქცევთ. ეროტიზმი და სულიერება, აი, ცოლქმრობის საუკეთესო რეცეპტი. ჩახუტების, ფლირტის, ხუმრობების გარდა, გჭირდებათ: ფილმები, მუსიკა, სამოსი, განსაკუთრებული საკვები და საწოლი... მოინდომეთ, გაისარჯეთ და ყველაფერს აისრულებთ.

3. მოძებნეთ სამუშაო, რომელიც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიანი სამუშაოც კი,
თუ ის სიამოვნებას განიჭებთ, ცოტა ხანში მაღალშემოსავლიანად გადაიქცევა. სხვათა შორის, დეკრეტული შვებულება საუკეთესო პერიოდია, რათა გადახედოთ საკუთარ გასართობებს, ჰობის, გატაცებას; მოძებნოთ რაღაც ახალი და საინტერესო. ისეთი სამუშაო უნდა მოძებნოთ, რომელიც განვითაების, პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. ჩვენს ქვეყანაში სამსახურზე რჩევების მიცემა ცოტა არაადეკვატურად ჟღერს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სოციალური ქსელები საშუალებას გაძლევთ ყველას დაანახოთ თქვენი შესაძლებლობები.

4. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. თუ დედა არ ეცდება საკუთარი თავის გაბედნიერებას, გარეგნულად უზრუნველიც რომ ჩანდეს, თავს ბედნიერად ვერ იგრძნობს. დაფიქრდით, რა გაკლიათ? რა გსურთ? იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. ამის გარეშე ვერ შეძლებთ ურთიერთობის შენარჩუნებას ქმართან, შვილებთან, სამყაროსთან... რისი დაგემოვნება გსურთ, რისი შეგრძნება სხეულით, საკუთარი ხელით გაკეთება, რისი წაკითხვა, როგორი მედიტაციული მუსიკის მოსმენა... გაუფრთხილდით საკუთარ თავს. თქვენს შინაგან შეგრძნებებზეა დამოკიდებული თქვენი ოჯახის ბედნიერება.
რაც შეეხება სხეულს. გამოკითხულ ამერიკელებს შორის, განსაკუთრებით ბედნიერები აღმოჩნდნენ ისინი, რომელთა ცხოვრებაშიც საპატიო ადგილი უკავია სპორტსა და ფიზიკურ დატვირთვას.

5. იკონტაქტეთ მეგობრებთან, თქვენთვის სულიერად ახლობელ ადამიანებთან, რომლებთანაც განიხილავთ ქალურ თემებს. მეგობრული შეხვედრები ფინჯანი ჩაის ან თითო ჭიქა ღვინის თანხლებით თერაპიული საუბრებია, ცეკვა ან ბავშვთან ერთად სეირნობა - საჭირო რესურსი. გამოიყენეთ ის სიამოვნებით და იყავით ბედნიერი.
და ბოლოს, ამ ბრწყინვალე ხუთეულიდან არცერთი უგულებელყოფა არ შეიძლება. ბედნიერება მაშინ დგება, როცა ეს ხუთკომპონენტიანი "რეცეპტი" ბოლომდე ათვიდებულია.
2990
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?