"ნუ წაუკითხავთ შვილებს მატყუარა და ფლიდ ნაცარქექიაზე ზღაპრებს..." - ერთი დედის ძალიან საინტერესო "აღმოჩენა"
"ნუ წაუკითხავთ შვილებს მატყუარა და ფლიდ ნაცარქექიაზე ზღაპრებს..." - ერთი დედის ძალიან  საინტერესო "აღმოჩენა"
რა უნდა წაუკითხოთ ბავშვს და რომელი ასაკიდან, ამ თემაზე ბევრი მშობელი ჩაბმულა ცხარე კამათში. ზოგი აღუობიდან ვეფხისტყაოსანს უკითხავს, ზოგი ფიქრობს რომ 5 წლის ასაკში წითელქუდა და კომბლე სრულიად საკმარისია. ახალი დებატების გაჩაღებისკენ არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ერთი დედის პოსტს გთავაზობთ, რომელიც ძალიან მოკლედ და ნათლად პასუხობს ზემოთ დასმულ შეკითხვას.

"რაღაც პოსტს წავაწყდი, ბავშვებზე და ზღაპრებზე... ჩემები, როცა ძალიან პაწაწინები იყვნენ, გამოგიტყდებით და არ ვუკითხავდი ზღაპრებს... ძილის წინ ლექსებს ვუკითხავდი... წლების მერე,
როცა უკვე სკოლაში სწავლობდნენ და უკვე კარგა მოზრდილებიც და მეხსიერებაგაზსნილებიც იყვნენ, სკოლიდან დაბრუნებული ეკუნა თვალებგაფართოებული მიყვება: დედა, დღეს გალაქტიონის "ქარი ქრის" ზეპირად მოვყევი, არადა წაკითხულიც არ მქონდაო... მე კი, იმ საღამოებს დავაბრალე, ზღაპრების მაგივრად ლექსებს რომ ვუყვებოდი და მათ რითმების ტონში ვაძინებდი... ხოდა, რა მინდა ვთქვა: თქვენს შვილებს ნუ წაუკითხავთ მატყუარა და ფლიდ ნაცარქექიაზე ზღაპრებს... სხვა რამ წაუკითხეთ, თუნდაც სამშობლოს სიყვარულზე, თუნდაც ლექსები... ისინი იმაზე მეტს იმახსოვრებენ და იმაზე დიდხანს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ...
ოლიკო ცისკარიშვილი
4777
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
სოსო
0
ერთი რამე გაიგეთ,ნაცარქექიაში იგულისხმება როგორ უნდა აჯობო თუნდაც ეშმაკობით შენზე ძლიერ და უხეშ ძალას ისე რომ შენ არაფერი დაგიშავდეს.
14:17 / 27-11-2016
მზია
0
აბსოლიტური სიმართლეა, ჩემი შვილი ახლა 8 წლის ხდება, რასაც უკითხავდი 1-3წლის ასკში, ახალა ყველაფერი იცის, შეიძლება ერთხელ წაკითხვა დასჭირდეს.
18:50 / 10-07-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?