მე პატარა მარიას დედა ვარ.. ზოგჯერ დედები ისეთ ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, რომ სხვა დედებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ. ამ ქართველი დედის პოსტიც ასეთი გახლავთ და სიამოვნებით ვუზიარებთ მას სხვა დედებსაც.
”მე პატარა მარიას დედა ვარ... ჯერ კიდევ ორსულობისას მიწევდა დათმობა-დათმენა-მოთმენა... ყოველ დღე 9 თვის განმავლობაში გულში ვიკლავდი მშობიარობის შიშს. კარგი ორსულობა მქონდა და ასეთივე კარგი ხასიათისაა ჩემი გოგო.
ჩემს კარგ დედობას არავის ვუმტკიცებ, არავის ვეჯიბრები, არავის ვეტოლები, ვეპრანჭები და ვეზმანები.
დიახაც მეზარება ღამე ადგომა, დიახაც მესიკვდილება ძუძუების წველა, დიახაც მიხმარია სველი ხელსახოცი ტაკოს გამოსაწმენდად, დიახაც ჩამიგდია დაბანის დღე, დიახაც ჩამიჩრია სოსკა, ეგებ შეიბრუნოს ძილი ამის იმედად, დიახაც შემიჩეჩებია მამამისისთვის და დიახაც დავტოვე ერთი კვირით ჩემი შვილი. მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყოველდღიური ბრძოლა დაღლილობასთან, სიზარმაცესთან მე კარგ დედად მაქცევს. ის, რომ მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიაზრებ ჩემი შვილის წინაშე, ეს მაიძულებს ბევრ მსხვერპლზეც წავიდე, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და განვასხვსვებ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას თუნდაც შვილისთვის!
ძალიან გთხოვთ, ეს თავდასხმები ერთმანეთზე შეწყვიტოთ. იმაზე საშინელი გულისტკივილი არ არსებობს, ცუდ დედობაში რომ "გამხელენ". ერთი დედა მეორეს ასე არ უნდა ექცეოდეს. პირიქით - გავამხნევოთ ერთმანეთი იმ რთულ გზაზე, რომელიც ჯანმრთელი, ჭკვიანი და წარმატებული შვილის აღზრდისკენ მიგვიყვანს.”