ჩხუბის შემდეგ სახლიდან წასულმა ცოლმა ქმრისგან ეს წერილი მიიღო: "მე მთავარს მივხვდი"...
ჩხუბის შემდეგ სახლიდან წასულმა ცოლმა ქმრისგან ეს წერილი მიიღო: "მე მთავარს მივხვდი"...
ამ ისტორიის დასაწყისი თითქმის ყველა ადამიანს ეცნობა. ქმარი სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული მოვიდა და ტელევიზორის საყურებლად დაჯდა. ცოლი ამ დროს ბავშვებს აძინებდა.  ბავშვების ხმას რომ ხელი არ შეეშალა, ქმარმა დემონსტრაციულად აუწია ტელევიზორს. ამაზე ცოლი გაბრაზდა, სიტყვას სიტყვა მოჰყვა და გაჩაღდა ჩხუბი. ცოლი ადანაშაულებდა ქმარს იმაში, რომ ის არ ეხმარებოდა ბავშვების აღზრდაში. ქმარი პირიქით, ადანაშაულებდა ცოლს და ეუბნებოდა, რომ ის არაფერს აკეთებდა მთელი დღე, თვითონ კი საშინლად იღლებოდა სამსახურში.
ბოლოს და ბოლოს ცოლმა
ვერ გაუძლო და თვალცრემლიანი გაიქცა სახლიდან. 2 დღის შემდეგ მან ქმრისგან წერილი მიიღო:

"ჩემო ძვირფასო! მაპატიე ჩემი საქციელი. შენი წასვლის შემდეგ ბევრი დრო მქონდა შექმნილი სიტუაციის გასაანალიზებლად.
ძლივს დავაწვინე ბავშვები დასაძინებლად. დილით მომიწია სამსახურიდან გათავისუფლება, რათა ბავშვებისთვის მიმეხედა. მთელი დღე რაღაცას ვაკეთებდი, ერთი თავისუფალი წუთიც არ მქონია. ვამზადებდი საჭმელს, ვბანდი, ვუცვლიდი ბავშვებს, ვეთამაშებოდი და ყველაფერთან ერთად ვალაგებდი სახლს. მივხვდი, რამხელა მსხვერპლზე მიდიხარ ბავშვების გამო! მეორე დღეს ყველაფერი განმეორდა. უშენოდ 2 დღე და 1 ღამე გავატარე. ამ ხნის მანძილზე მივხვდი მთავარს: თურმე როგორ იღლები მთელი დღის განმავლობაში. ეს გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე 10 საათი ოფისში ჯდომა. მივხვდი, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა დედობა. სამწუხაროდ, ამას არ
აფასებს ბევრი მეუღლე და ამ დრომდე მათ რიგებში ვიყავი მეც...
ეს წერილი არ დამიწერია მხოლოდ იმის სათქმელად, თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ და როგორ მომენატრე. მინდა, რომ ყოველ დღე გეუბნებოდე, თუ როგორი ყოჩაღი ხარ. შენს მხრებზე დგას ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა. აღფრთოვანებული ვარ შენით!"
49709
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```