10 ნიშანი, რაც წყვილის მოახლოებულ განქორწინებაზე მიანიშნებს
10 ნიშანი, რაც წყვილის მოახლოებულ განქორწინებაზე მიანიშნებს
თორმეტიდან მხოლოდ ორი ქალისთვის არის გაყრა მოულოდნელობა. ფრაზა "მოდი, გავიყაროთ", ქალისთვის რომ სიურპრიზად არ იქცეს, ვურჩევთ ამ 10 სიმპტომს მიაქციონ ყურადღება, რომლებიც მოსალოდნელ განქორწინებაზე მიანიშნებს ხოლმე და დროულად იღონონ რამე.

1. არ გსურთ შვილების გაჩენა – ან საერთოდ არ სურს რომელიმე მეუღლეს შვილის ყოლა, ან ერთი ჰყავთ და მეტის გაჩენაზე არც ფიქრობენ. ამ დროს თუ რომელიმე მეუღლეს პირიქით, ძალიან უნდა შვილი, განქორწინების რისკი მატულობს.

2. წვრილმანების გამო ჩხუბობთ – არასწორად
გადაწეული ფარდა, ცელოფნის პარკის ჭრაჭუნი, ნაყიდი ხელსახოცის დაწუნებული ფერი – ასეთი წვრილმანებიც კი იქცევა საბაბად, რომ ოჯახში სერიოზული სკანდალი აგორდეს. თუ ამას მეტისმეტად ხშირი ხასიათი აქვს, დროა დაფიქრდეთ.

3. სექსში პრობლემები გაქვთ – ქმართან სექსი აღარ არის რეგულარული? თუ თქვენ ან მას არ გაქვთ ამის სურვილი და არაფერ შუაშია `პირობები~, გამოდის, განგაშის დროა. ინტიმური ცხოვრება აახლოებს მეუღლეებს, და თუ ეს თქვენი ინიციატივით ხდება, მეტი იფიქრეთ მიზეზებზე. თუ გამოსწორებადია, ეცადეთ, უშველოთ ამ საკითხს. თუ ქმრის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი, გამოდის, პრობლემა სხვა, "მესამე" მხრიდან მოდის.

4. ხშირად ფიქრობთ სხვა კაცებზე (ქალებზე) – რეალურ ღალატზე არ არის ლაპარაკი, ეს ხომ გაყრების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
მაგრამ არის კიდევ ფლირტი, და ფიქრით ღალატი, რომელსაც დანაშაულის განცდაც სდევს ხოლმე თან. ამასაც უნდა უშველოთ – ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ ერთმანეთთან ურთიერთობა, მცირე რომანტიკა, მცირე ფანტაზია. თუ არ გშველით ეს, გამოდის, ახლოსაა განქორწინება.

5. ერთმანეთს ნაკლებად ელაპარაკებით – თუ თითქმის არ ლაპარაკობს ცოლ-ქმარი, არ უყვება ერთმანეთს ამბებს, არ აქვს დიალოგი, არ წყვეტს ერთად ყოფით პრობლემებს, მხოლოდ მშრალი ფრაზებით შემოიფარგლება, ასეთ შემთხვევაშიც ცუდადაა საქმე.

6. სულ ერთია, რას იფიქრებს თქვენი მეუღლე – ამბობენ, სიძულვილი ჯობს, ვიდრე გულგრილობაო. მართლაც, გულგრილობა ბევრ რამეზე მოქმედებს ცუდად, მათ შორის ქორწინებაზეც. მცირე კამათი და ჩხუბი ხანდახან კარგიც კია, ნეგატიურისგან ათავისუფლებს მეუღლეებს და ემოციებს მატებს. თუმცა თუ ცოლ-ქმარი გაუცხოებულია, სულ ერთია, რომელი რას ფიქრობს, ეს უკვე საგანგაშოა.

7. გამუდმებით გინდათ სახლიდან გაქცევა – მოზარდობისას ბევრს უნდა ხოლმე სახლიდან გაქცევა, დამოუკიდებლობის მოპოვება. მსგავსი რამ ცოლქმრული ურთიერთობის დროსაც შეიძლება მოხდეს. თუ ხშირად გეუფლებათ სურვილი, რომ სახლიდან გაიქცეთ, არ ხედავდეთ მეუღლეს, გიჭირთ მის გვერდით ყოფნა – ესეც უცილობელი სიმპტომია, რომ ოჯახში ბზარი გაჩნდა.

8. იოლად გადადიხართ შეურაცხყოფაზე – ჩხუბი, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ გამუდმებითYგადადიხართ შეურაცხყოფაზე, დასცინით ერთმანეთს, ბრალს სდებთ, ეს უკვე საშიშია. პერსონალური შეირაცხყოფა დიდ წყენაში გადადის, რომელიც ყველა მოსახერხებელ მომენტში იჩენს თავს. ოჯახური ცხოვრება საერთო სიძულვილში იზრდება, ეს კი, კარგს არაფერს გიქადით.

9. არ მოგწონთ მისი "სულელური" გატაცებები – მისი თევზაობა, კომპიუტერული თამაშები თუ სხვა რამ, გაღიზიანებთ? თუ ცოლს არ მოსწონს ქმრის გატაცებები და ამას არც მალავს, რაოდენ ძვირფასიც უნდა იყოს ქალი კაცისთვის, მასზე უფრო იოლად იტყვის უარს, ვიდრე თავის გატაცებებზე. კაცს სახლში უნდა უგებდნენ და მხარს უჭერდნენ.

10. ქმარი (ცოლი) უცებ იდეალურად იქცა – მოულოდნელად გაცილებით უფრო მშვიდი გახდა, უფრო ბედნიერად გამოიყურება, იმისდა დამოუკიდებლად, თქვენ როგორ ხასიათზე ხართ. უნდა დაფოქრდეთ. შესაძლოა, მეუღლემ უჯკვე გააცნობიერა, რომ ოჯახი უნდა დაანგრიოს და ამან მოჰგვარა სიმშვიდე, მომავალ ცხოვრებას აწყობს. სავარაუდოდ, გამოჩნდა ვიღაც "მესამე", ვინც მას აბედნიერებს.

7237
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
mary
0
dzalian saintereso statiebs debt. siamovnebit vkitxulob da vpikrob rom simartles sheesabameba.
22:15 / 14-11-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?