რას აკეთებს ქალი სახლში მთელი დღე - ეს ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს!
რას აკეთებს ქალი სახლში მთელი დღე - ეს ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს!

ჩანაწერი ქმრებისთვის, რომელთა ცოლები "მხოლოდ სახლში სხედან ბავშვთან, და მასავით დილიდან საღამომდე არ მუშაობენ"

1. სამსახურში არ გიწევთ იმაზე ფიქრი და თვალყურის დევნება, რომ თქვენმა ქმარმა პირში არ ჩაიდოს მანქანის ბორბალი, არ აძვრეს სკამზე და არ დახატოს კედლებზე.

2. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კოლეგა აკურატულად შეჭამს. არ მოგიწევთ მისი დაღვრილი წვნიანის გაწმენდა და იატაკზე დაყრილი ნამცეცების აკრეფა. სხვათა შორის, ის სახეშიც არ შემოგაფურთხებთ პირში დაგროვი წვნიანს და არც ტანსაცმელზე გადაივლებს.

3. თუ გადაწყვეტთ,
რომ შესვენებაზე გახვიდეთ, კოლეგა დამოუკიდებლად ჩაიცვამს და არ მოგიწევთ ხვნეშა, რომ ესა თუ ის მაისური სწორად მოარგოთ, ფეხები ფეხსაცმელში მოუთავსოთ, ქუიდ კი თავზე მოარგოთ.

4. თუ ბოლოს და ბოლოს გახვედით, საეჭვოა, თქვენმა კოლეგამ ქუჩაში პირველივე შემხვედრ გუბეში ჩატოპოს ახალი ფეხსაცმელებით, და არც მისი გაჭუჭყული ტანბსაცმლის რეცხვა მოგიწევთ.

5. თუ კოლეგასთან ერთად მაღაზიაში გავლა მოგიწევთ, ის არ მოაწყობს ისტერიკებს და არ გთხოვთ ყველაფრის ყიდვას, რაც კი თვალში მოხვდება, არ მოგიწევთ მილიონი გონივრული არგუმენტის მოძებნა, რომ თავი აარიდოთ მორიგი უსარგებლო ნივთის ყიდვას და მშვიდობიანად დატოვოთ მაღაზიის ტერიტორია.

6. თუ კოლეგა დაიღლება, არ მოგიწევთ მისი ხელში აყვანა და ოფისში ასე მიყვანა, არც ფეხებისა და ხელების ისტერიკულ ქნევას დაიწყებს ამ
დროს.

7. სამსახურში არ მოგიწევთ კოლეგისთვის გამუდმებით შენიშვნების მიცემა: ცხვირიდან ხელი გამოიღე! ხელებს ტანსაცმელზე ნუ იწმენდ! თითს ნუ ილოკავ!.. თუ მაინც დაინახავ ასსეტ რამეს, კოლეგას თავისი დედა ჰყავს და აწი იმან იდარდოს თავისი ცუდად გაზრდილი შვილის გამო. თქვენ ამის გამო არ იღელვებ.

8. საეჭვოა, თქვენ გვერდით იყოს თანამშრომელი, რომელიც ყოველ წუთს უაზროდ ტირის. თუ არის კიდეც, თქვენ არ მოგიწევთ მისი დაწყნარება.

9. სამუშაოზე არ არის ისეთი ცნება, როგორიცაა შუა დღის ძილი. რომც არსებობდეს, თქვენით დაიძინებდით და არ მოგიწევდათ კოლეგის დაძინება, ხზელში რწევა, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მიეხუჭებოდა თვალები.

10. თქვენ არ გჭირდებათ მთელ კაბინეტში მიყრილ-მოყრილი ქაღალდების აკრეფა და თქვენი კოლეგის სიცელქის შედეგად დაგროვილი ნაყარ-ნუყარის მოსუფთავება.

11. თქვენი კოლეგა არ გიპასუხებთ ”არას” ნებისმიერ წინადადებაზე.

12. არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ დროულად შევიდეს ტუალეტში. თუ მაინც ვივარაუდებთ, რომ ასეთი რამ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, კატასტროფის შედეგების გასუფთავება არ მოგიწევთ.

13. სამუშაოზე არავინ მოგთხოვთ, რომ თქვენი ძირითადი სამუშაოს გარდა ალაგოთ ოფისი და მოამზადოთ ყველასთვის სადილი და ვახშამი.

14. და კიდევ: სამუშაო ისეთი ადგილია, საიდანაც შეიძლება, სახლში დაბრუნდე, ან შვებულება აიღო.

სამსახური მაინც სამოთხეა, არა?

ასე რომ, დედა შინ გაცილებით რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე ქმარი სამსახურში. მით უმეტეს, თუ ბავშვის ასაკი 0-დან 5 წლამდეა. სამსახურის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ საეჭვოა, კოლეგას მოუვიდეს თავში აზრად, მუხლებზე დაგიჯდეთ, თვალებში ჩაგხედოთ და სინაზით თქვას: ”დედა, შენ ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ!”

ასევე იხილეთ
21978
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
ეთო
0
უბრალოდ რომ გაიცინოთ არა?
12:07 / 12-08-2015
miki
0
Neta myavdes shvili,chemi qmari mushaobdes da siamovnebit davjdebi saxlshi da gavzrdi bavshvebs
14:46 / 29-12-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```