"არც გათხოვებამდე და არც გათხოვების მერე ქალს არ აქვს უფლება, გახდეს საკუთარი თავის მსხვერპლი!"
"არც გათხოვებამდე და არც გათხოვების მერე ქალს არ აქვს უფლება, გახდეს საკუთარი თავის მსხვერპლი!"
ეს მწერალ ანა ლაშხელი-ონიანის პოსტია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"არც გათხოვებამდე და არც გათხოვების მერე ქალს არ აქვს უფლება, გახდეს საკუთარი თავის მსხვერპლი. გათხოვება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას. საქმე, რომელიც საკუთარ თავს გაშორებთ, მაშინაც კი არ გამოილევა, სამი ცოლი რომ ჰყავდეს თქვენს ქმარს, ასე რომ, პატივი ეცით თქვენს ქალურობას, თქვენს შარმს და ინდივიდუალურობას, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა თქვენი ქორწილის ფოტოებს ათვალიერებთ. არ არის საჭირო მეორე პირადობის აღება გათხოვების შემდეგ. კაცები ხომ არ ხართ, ვერ მიხედოთ საკუთარ თავებს და
კარადაში ეძებდეთ "ნასკებს", როცა უკვე ფეხზე გაცვიათ.
ნუ გადადებთ ლამაზი კაბის ყიდვას ხვალისთვის, რადგან დღეს შეიძლება ის სხვა ქალმა იყიდოს.
პ.ს. ბარემ კაცებსაც დაგარიგებთ: ნურასოდეს გაუშვებთ ცოლებს მაღაზიაში ლუდის და სიგარეტის ამოსატანად აბაზანის ხალათით... და საერთოდაც, ნუ გაუშვებთ!"
34820
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
ნიტა
0
კი, გადავდე კაბის ყიდვა, ხელფასი არ მყოფნის და იმიტომ :D ბანკის მონობა არ უნდა მოგიწიოს ამ ქვეყანაშიიი. ეს ნახევრად ხუმრობით. სტატიას კი ვეთანხმები.
14:03 / 17-04-2018
nanka
0
ბევრი რომ არ ვისაუბრო აუცილებლად საკუთარ თავს უნდა მიაქციო შეძლებისდაგვარად ყურადღება. ქალბატონებო ცხოვრება მშვე3ნიერია ყველაფრის მიუხედავად. წარმატებები
17:20 / 29-03-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?